Search
Or
პილპილი

პილპილი მრავალწლიანი მცენარის ნაყოფია. ძველი დროიდან გამოიყენება კულინარიაში, როგორც დაფქვილი, ასევე მარცვლებად. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აღძრავს ჭამის მადას. უხდება ყველაფერს, სალათებიდან დაწყებული, ხორცის კერძებით დამთავრებული. 
 

ცნობილია შემდეგი სახეობის პილპილი:
- შავი პილპილი, სინამდვილეში არის მწვანე, მოუმწიფებელი ნაყოფი. დამუშავების და გაშრობის შედეგად იღებს შავ ფერს.
- თეთრი პილპილი წარმოადგენს იგივე პილპილის მომწიფებულ ნაყოფს. პილპილის კაკლებს წყალში ალბობენ, ისინი კარგავე გარსს და რჩება თეთრი გული.
- მწვანე პილპილიც იგივე შავი პილპილია, რომელიც მუშავდება სხვა მეთოდიკით, იმისთვის, რომ ნაყოფმა შეინარჩუნოს მოუმწიფებელი, მწვანე პილპილის ფერი. მწვანე პილპილისგან ამზადებენ მარინადს.
- ვარდისფერი პილპილი (ბრაზილიული) არის კეშიუს ოჯახის წარმომადგენელი, მას კენკრასაც კი უწოდებენ. როგორც წესი გვხვდება პილპილის მიქსის შემადგენელ ნაწილად, რადგან მისი დიდი რაოდენობით დამოუკიდებლად გამოყენება შესაძლოა მომწვავლელი იყოს. 

პილპილი მედიცინაში გამოიყენება როგორც საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი საშუალება.შეიცავს ფისს, ცხიმიან ზეთს, სახამებელს. სიმწარეს იწვევს ალკალოიდ პიპერინი (5-9%), სუნი გამოწვეული ეთერ-ზეთბით (1-2.5%). 

ლათინური დასახელება:
Piper Nigrum
Schinus Molle

Expret Advices