Search
Or
ღორის ანტრიკოტი თეთრი ღვინის სოუსით

ღორის შემწვარი ანტრიკოტი თეთრი ღვინისა და ნაღების სიუსით - უგემრიელესი ვახშამი მთელი ოჯახისათვის. 

ინგრედიენტები: 

4 ანტრიკოტი

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

1 სუფრის კოვზი კარაქი 

200 გრამი ქამა სოკო

2 თავი ხახვი

1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო

1/4 ჭიქა ნაღები 

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ანტრიკოტებს მარილი და შეწვით ორივე მხრიდან. შემდგომ გადადეთ ცალკე ჭურჭელში. 

დაამატეთ იგივე ტაფაში კარაქი, დაჭრილი ხახვი და სოკო. მოთუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში. 

დაამატეთ ღვინო, 1 წუთის შემდეგ კი ნაღები. დაუწიეთ ცეცხლს და ურიეთ მანამ, სანამ სოუსი არ გაერთიანდება. 

სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ მთლიანი ნაჭრები ან წინასწარ გამზადებული ულუფები. 

გარნირად კარტოფილის პიურეს გავუწევდით რეკომენდაციას. 

გემრიელად მიირთვით! 

Expret Advices