Search
Or
ცივი თეთრი შოკოლადი

ცხელი შოკოლადი ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. გადავწყვიტეთ რაღაც ახალი შემოგთავაზოთ - გაგისინჯავთ ცივი თეთრი შოკოლადი? თუ არა, დროა ასიამოვნოთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები ამ უგემრიელესი სასმელით. 

ცივი თეთრი შოკოლადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 

2 ფილა თეთრი შოკოლადი 

400 მლ. რძე 

1 ვანილის ჩხირი 

ათქვეფილი ნაღები - გასაფორმებლად 

მომზადების წესი:

დატეხეთ შოკოლადის ფილა და მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე გასალღვობად. პარალელურად, გადაახსით რძე ქვაბში და დაადგით დაბალ ცეცხლზე. 

როდესაც შოკოლადი გალღვება, ნელ-ნელა ჩაასხით თბილ რძეში და გაუჩერებლად ურიეთ მასას. როდესაც რძე და შოკოლადი გაერთიანდება, დაამატეთ ცოტაოდენი ვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილეთ მასა, შემდგომ კი შედგით მაცივარში. 

როდესაც მასა იქნება ცივი, გადაასხით ჭიქებში, ჩაყარეთ ყინულები და მორთეთ ათქვეფილი ნაღებით. 

შეგიძლიათ დაამატოთ ქოქოსის ფანტელებიც. 

Expret Advices