Search
ან
ხილის სალათი

ხილის სალათი ნაყოფიერი დღის მარტივი დასაწყისი და კარგი განწყობის წინაპირობაა.

საუზმის დასამზადებლად საკმაოდ ცოტა დრო დაგჭირდებათ. შეგიძლიათ სალათი ლანჩზეც მიირთვათ.

ინგრედიენტები:

1 მწვანე ვაშლი

1 მსხალი

2 გრეიფრუტი

100 გრ. ანანასი

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

კარგად გარეცხეთ ვაშლი და მსხალი. გათალეთ გრეიფრუტი, გამოიყენეთ მხოლოდ რბილობი, კანს მწარე გემო აქვს. დაჭერით ვაშლი, მსხალი და ანანასი. მოათავსეთ ინგრედიენტები ერთ ჯამში და მოასხით ლიმონის წვენი. შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი დარიჩინი.

მოცემული სალათი არის საკმაოდ სასარგებლო და თანაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას. 

თეგები

ექსპერტის რჩევები