იყო დრო, როდესაც ბანანი ნამდვილ ეგზოტიკურ ხილად ითვლებოდა და საკმაოდ რთულად იშოვებოდა. დღესდღეობით, იგი ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს და საკმაოდ "მოგვიშინაურდა, ბევრს არც კი ახსოვს, რომ იგი უმეტესად აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში იზრდება.
100 გრამი ბანანი შეიცავს დაახლოებით 90 კალორიას, ამიტომ, არ არის რეკომენდირებული ზედმეტი რაოდენობის მიღება. მიუხედავად ამისა, დღეში ერთი ბანანის ჭამა თქვენ ორგანიზმს გაამდიდრებს B1, A1, B9, B12 და C ვიტამინებით. იგი შეიცავს კალიუმს, ფრუქტოზას, საქაროზას და გლუკოზას. გარდა ამისა, ბანანი არის ერთ-ერთი საუკეთესო ენერგიის წყარო, ამიტომ იგი სპორტსმენების დიეტის შეუცვლელი კომპონენტია.
აღსანიშნავია, რომ ბანანი არის რეკომენდირებული ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი დაანებონ მოწევას - B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ნიკოტინისგან დამოკიდებულების დაძლევას.
ბანანის რბილობი შეიცავს პეკტინს და სახამებელს, ამიტომ იგი რეკომენდირებულია გასტრიტის დროსაც.
აგრეთვე, ბანანის ქერქით მკურნალობენ დამწვრობებსა და კოღოს ნაკბენებს. საკმარისია უბრალოდ წაისვათ ქერქი შიდა მხრიდან.