Search
Or
ჯანმრთელი საუზმის საიდუმლო - გრანოლა

ოდესმე გიფიქრიათ როგორი შეიძლება იყოს უგემრიელესი, უმარტივესი და ამავდროულად ჯანმრთელი საუზმე? დარწმუნებული ვარ, გიფიქრიათ. ბორჯომის გასტრო გიდმა უკვე არაერთი რჩევა გაგიზიარათ, თუმცა, არაფერი უთქვამს გრანოლას შესახებ. დიახ, გრანოლას მომზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, სახლში მომზადებული პროდუქტი მაქსიმალურად სასარგებლო გამოდის.

ინგრედიენტები:

2 სუფრის კოვზი ზეთი

125 მლ. ნეკერჩხლის სიროფი

2 სუფრის კოვზი თაფლი

1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

300 გრ. შვრია

50 გრ. გარჩეული მზესუმზირა

4 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები

50 გრ. გოგრის მარცვლები

100 გრ. ნუშის ფანტელები

100 გრ. კენკრის ჩირი

100 გრ. ქიშმიში

50 გრ. ქოქოსის ფანტელები

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. გადაურიეთ ერთმანეთში ზეთი, ნეკერჩხლის სიროფი, თაფლი და ვანილი. მიღებულ მასას დაამატეთ ყველაფერი, ჩირის, ქიშმიშისა და ქოქოსის გარდა. მოათავსეთ თუნუქის ლანგარზე ორი ფენა საცხობი პერგამენტი და გადაანაწილეთ მიღებული მასა. გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და შედგით ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.  

გრანოლას მიირთმევენ იოგურტთან, მაწონთან, კეფირთან ან რძესთან ერთად.

შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში. 

Expret Advices