„Panna Cotta“ იტალიურად „მომზადებულ კრემს“ ნიშნავს. გადავწყვიტეთ, რომ აგვისტოს ცხელი დღეები იდეალურია ცივი პანა კოტას დასაგემოვნებლად. იმისათვის, რომ გაახაროთ საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და მეგობრები დაგჭირდებათ:
3 ცალი ჟელატინის ფირფიტა
250 მლ. რძე
250 მლ. ნაღები
1 ცალი ვანილის ჩხირი
25 გრ. შაქარი
პირველ რიგში დაალბეთ ჟელატინის ფირფიტები ცივ წყალში. აადუღეთ ნაღები, რძე, შაქარი და ვანილი. ამოიღეთ ვანილის ჩხირი, გაწურეთ ჟელატინი და დაამატეთ ადუღებულ ინგრედიენტებს, დაელოდეთ ჟელატინის გალღვობას. შემდეგ გადაანაწილეთ მასა სასურველ ფორმებში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.
გაცივებული პანა კოტა გააფორმეთ ნებისმიერი მჟავე ხილის პიურეთი, ფორთოხლით ან გრეიფრუტით.