Search
ან
2016 წლის 10 საუკეთესო შეფი

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კულინარიული ჟურნალი, Le Chef Magazine, დაუბრუნდა პუბლიცისტიკას და 2016 წლის 100 საუკეთესო შეფის სიაც შემოგვთავაზა. აღსანიშნავია გამოკითხვის ინოვაციური მეთოდიც - საუკეთესო შეფებს მიშლენის 2 და 3 ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები ირჩევდნენ. 2016 წლის 100 საუკეთესო შეფიდან 36 ფრანგია, 11 - იაპონელი, 9 - ამერიკელი. წლევანდელ სიაში აღმოჩნდნენ შეფები პერუდან, ჩილედან და მექსიკიდანაც. მაშ ასე, გადავავლოთ თვალი 10 რჩეულს:

  1. მიშელ ბრასი -  Le Suquet - საფრანგეთი

მისი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და 3 მიშლენის ვარსკვლავი აქვს. შეფი გამოირჩევა კერძებში ცოცხალი ყვავილების გამოყენების სიყვარულით. 2015 წლიდან, მიშელ ბრასი და მისი იაპონელი მეგობარი KAI პროფესიონალური სამზარეულოს დანების ბიზნესს ფლობენ.

  1. პიერ განიერი -  Pierre Gagnair - საფრანგეთი

პიერ განიერი არის „ახალი სამზარეულოს“ (nouvelle cuisine), „ფიუჟენისა“ და „მოლეკულური სამზარეულოს“ მიმართულებების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მას აქვს არაერთი რესტორანი როგორც საფრანგეთში, ისე ტოკიოში, ლონდონსა და მოსკოვში. თავად შეფი აღნიშნავს, რომ იგი მომავალში იხედება, თუმცა პატივს სცემს წარსულს.

  1. სეიჯი იამამოტო -  Nihonryori Ryugin - იაპონია

შეფი ცდილობს დაანახოს საზოგადოებას, რომ იაპონური სამზარეულო ქვეყნის სიმდიდრის სიმბოლოა.

  1. ალან დუკასი - Louis XV Alain Ducasse - მონაკო

წარმოშობით ფრანდი, ალან დუკასის 3 რესტორანი მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელია.

  1. პასკალ ბარბო - L’astrance - საფრანგეთი

პასკალ ბარბოს 7 წლიდან უნდოდა შეფობა. საყვარელი საქმე საფრანგეთის და ავსტრალიის საუკეთესო რესტორნებში შეისწავლა. 2005 წელს საფრანგეთის საუკეთესო მზარეულის წოდება მიიღო.

  1. ერიკ ფრეონი - Epicure - საფრანგეთი

ერიკ ფრეონს ახასიათებენ როგორც „სამეფო შეფს“. მისი რესტორანი მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელია. 2015 წელს მან თავიდან გახსნა ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროს, The Lanesborough-ის, რესტორანი Celeste.

 

  1. ემანუელ რენაუ - Flocons de Sel – საფრანგეთი

მისი რესტორანი ასევეა მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი. ემანუელ რენაუს კრიტიკოსები აფასებენ როგორც „ახალი თაობის შეფს“.

  1. მარტინ ბერასატეგი - Rest. Martin - ესპანეთი

მარტინი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბასკი შეფია. მას ჯამში მიშლენის 9 ვარსკვლავი აქვს.

  1. ბენუა ვიოლერი - Hotel de Villa Crissier - შვეიცარია

ბენუა ნახევრად ფრანგი, ნახევრად შვეიცარიელი შეფი იყო. მის რესტორანს მიშლენის 3 ვარსკვლავი აქვს. სამწუხაროდ, ბენუა ვიოლერმა, 2016 წლის 31 იანვარს თავი მოიკლა.

  1. ხუან როკა - El Celler De Can - ესპანეთი

ხუან როკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ესპანელი მზარეული და პედაგოგია. 2015 წელს მისი რესტორანი მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა ჟურნალმა „Restaurant”. 

ექსპერტის რჩევები