Search
ან

ინტერნეტ-გვერდის /ელექტრონული მობილური დანართის/კომპიუტერის პროგრამის და ინტერნეტ-გვერდზე/ელექტრონულ მობილურ დანართში/კომპიუტერულ პროგრამაში

მასალების გამოყენების წესები

 

1. ზოგადი დებულებები

1.1. მოცემული ინტერნეტ-გვერდის (შემდგომში "გვერდი" [1]) და/ან ელექტრონული მობილური დანართის ან კომპიუტერული პროგრამის (შემდგომში ყველა ერთად - "პროგრამა") და/ან მასალების (ინფორმაცია [2], ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ჩათვლით (შემდგომში - "ისო [3]"), რომელიც განთავსებულია აღნიშნულ გვერდზე ან პროგრამაში (შემდგომში ერთად ან ნებისმიერი კომბინაციით - "მასალები") მოხმარების წესები არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობას კომპანია "IDS Borjomi Beverages Co. N.V" (კურასაო) (შემდგომში - "კომპანია"), რომელიც მათ მფლობელად/საკუთრებაზე უფლების მქონე პირად გვევლინება და ნებისმიერ სხვა პირს შორის, რომელიც ეცნობა/იყენებს გვერდს და/ან პროგრამას და/ან მასალებს (შემდგომში "მომხმარებელი").  

1.2. გვერდი და/ან პროგრამა და/ან მასალები, ტექსტების, დიზაინის, ისო-ს ჩათვლით და არა მხოლოდ, წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. ტექსტები, დიზაინი და სხვა ისო დაცულია  ისო-ს შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით.

1.2.1. კომპანია აცხადებს, რომ დაიცავს საკუთარ უფლებას ისო-ზე, ნებისმიერი სამართლებრივი ინსტრუმენტის და პროცედურის გამოყენებით.

1.3. კომპანია არ იწონებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ სუბიექტურ სიტყვიერ  გამოხატულებასა ან/და მოქმედებაზე, რომელიც კომპანიის, კომპანიის
პროდუქციის/საქონლის მისამართით გამოითქმება მესამე  პირის ან მესამე პირების
პროდუქციის მიერ. ყურადღებას ვამახვილებთ, რომ შეხედულება და გამოხატულება
აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა არ ემთხვეოდეს კომპანიის პოზიციას/პოლიტიკას.

1.4. წესები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე სავალდებულო დოკუმენტს, როგორც კომპანიისთვის ასევე მომხმარებლისათვის, ამიტომ მათი შესრულება ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულოა.


1.4.1. კომპანიას უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შეცვალოს კომპანია ვალდებული არ არის პირადად შეატყობინოს მომხმარებლებს წესების შეცვლის შესახებ. მომხმარებელი წესების შეცვლის შესახებ გაფრთხილებულად ითვლება გვერდზე და/ან პროგრამაში წესების შესახებ ტექსტში ცვლილებების შეტანისმ მომენტიდან.

1.4.2. წესები, წესების ახალი რედაქცია და/ან ცვლილებები წესებში ძალაში შედის მათი გვერდზე და/ან პროგრამაში გამოქვეყნებისთანავე.

 

1.4.3. წესების და/ან მათში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების მიუღებლობით, მომხმარებელი ავტომატურად უარს ამბობს გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების გამოყენებაზე. უარის შემდეგ ნებისმიერი 
გამოყენება მომხმარებლის პირადი პასუხისმგებლობაა.

1.4.4. წესების ტექსტი გვერდზე და/ან პროგრამაშია განთავსებული და  ღიაა მომხმარებლისთვის შეუზღუდავი რაოდენობით გასაცნობად.

 

II. ინტელექტუალური საკუთრება

2.1. ინტელექტუალური საკუთრების საკითხები წყდება მოცემული წესების და   
       კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც შესაბამის ისო-ს არეგულირებს.

2.1.1 ისო-ზე ინტელექტუალური საკუთრების ყველა არასაკუთრებრივი და განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები, რომლებიც გვერდზე და/ან პროგრამაში (ისევე, როგორც თვითონ გვერდი და/ან პროგრამა (მათი შემცველობა, შინაარსი, დიზაინი და დამატებითი ელემენტები), დომეინის სახელი და ა.შ.), კომპანიის და/ან მათი ავტორების საკუთრებაა საკუთრების არასაკუთრებრივი უფლებების ნაწილში), თუ გვერდზე პროგრამაში სხვაგვარად არ არის მითითებული.

 

2.1.2. კომპანია წარმოადგენს გვერდზე და/ან პროგრამაში განთავსებული ყველა მასალის და გვერდის და/ან პროგრამის მესაკუთრეს. კომპანია შესაძლოა იყოს მასალების მომხმარებელი, რომელთა შესახებ კომპანიაში არსებობს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები.

 

III.  მომხმარებლები, მათი უფლებები და მოვალეობები 

 

3.1. მომხმარებლად ითვლება ადამიანი, რომელიც იყენებს გვერდს და/ან პროგრამას  და/ან მასალებს.

3.2. „გამოყენებაში“ იგულისხმება გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების გაცნობა, გვერდიდან ინფორმაციის ჩამოტვირთვა, პროგრამის ჩამოტვირთვა და  მასალის ნებისმიერი სახით გამოყენება, ასევე, აღწარმოება, გამოქვეყნება, გავრცელება, გადამუშავება, გვერდის და/ან პროგრამის (მასზე განთავსებული მასალების) თარგმნა, სხვა ისო-ში როგორც მისი შემადგენელი ნაწილის ჩართვა, გამოყენების სხვა ხერხები, რომლებიც თავისი არსით ეხება მომხმარებელს და/ან გვერდს და/ან პროგრამას და/ან მასალებს.

3.3. გვერდზე და/ან პროგრამაში განთავსებული მასალები განკუთვნილია მომხმარებლებისთვის შეუზღუდავი რაოდენობით და აქ განსაზღვრული წესებით
გამოსაყენებლად. 

3.3.1. ცალკეულ პროგრამებს და/ან მასალებს შესაძლოა ჰქონდეთ მიზნობრივი დანიშნულება და სხვა შეზღუდვები (ვადა, ადგილმდებარეობა, მიზნობრივი აუდიტორია, გამოყენების საშუალებები და ა.შ.), და ასეთი მასალები გამოყენებულ უნდა იქნას ასეთი მასალებისთვის განსაზღვრული განსაკუთრებული წესების დაცვით.

3.4. მომხმარებლს გვერდზე და/ან პროგრამებზე და/ან მასალებზე წვდომა და მათი გამოყენების უფლება უფასოდ მიეწოდება, თუ სხვაგვარად არ არის გვერდზე მითითებული ან განსაზღვრულია პროგრამების ან მასალების გამოყენების ცალკეული წესებით.  
         
3.4.1. გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალის გარკვეული მომსახურებით სარგებლობა მომხმარებელს შესაძლოა შესთავაზონ რეგისტრაციის და/ან მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოწოდების სანაცვლოდ.

 

3.4.2. მომხმარებელი გვერდს და/ან პროგრამას და/ან მასალებს მოიხმარს მათი მიზნობრივი  დანიშნულებით საკუთარი რისკის და პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე წესებთან შესაბამისობაში. გვერდის და/ან პროგრამის მასალები მომხმარებელს მიეწოდება ისე „როგორც არის“ და იმ მდგომარეობაში „როგორშიც ისინი არის“. 

 

3.4.2.1. კომპანია არ იღებს არავითარ შენიშვნას [გარდა 7.4. პუნქტით გათვალისწინებული წესებისა] და არ იძლევა გარანტიას, რომ გვერდი და/ან პროგრამა მომხმარებლის მოლოდინს გაამართლებს, რომ გვერდი და/ან პროგრამა იმუშავებს უწყვეტად, დროულად და უშეცდომოდს. ასევე კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ შედეგი, რომლის მიღებაც გვერდის და/ან პროგრამის და/ან ნებისმიერი მათზე/მათში განთავსებული მასალის საშუალებით იქნება შესაძლებელი იქნება ზუსტი და შესაძლებელი იქნება მასზე დაყრდნობა. 

 

3.4.2.2. კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ გვერდის და/ან პროგრამების და/ან მასალების ხარისხი გაამართლებს მომხმარებლის მოლოდინს. თუმცა, კომპანია შეეცდება გამოასწოროს  გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი ხარვეზი, რის შესახებაც მისთვის გახდება ცნობილი.


                       


3.4.3. მომხმარებლის მიერ პროგრამების გამოყენება ხდება არაკომერციული მიზნებით რაც ემყარება არაექსკლუზიურ ლიცენზიას მისი [ლიცენზიის] გადაცემის უფლების და სუბლიცენზიის გაცემის უფლების გარეშე. პროგრამა გამოყენებულ უნდა იქნას მიზნობრივი დანიშნულებით ერთ კომპიუტერზე და/ან ელექტრონულ მობილურ მოწყობილობაზე, თუ სხვაგვარად არ არის პროგრამის თანმხლებ დოკუმენტებში განსაზღვრული.

 

3.4.3.1. არაექსკლუზიური ლიცენზია არ გამორიცხავს ლიცენზიატის [კომპანიის] მიერ პროგრამების იმ სფეროში გამოყენებას, რომელიც შეზღუდულია არსებული წესების სალიცენზიო პირობებით და არც მითითებულ სფეროში პროგრამების გამოყენებისთვის, ლიცენზიის სხვა პირებზე გადაცემას და/ან გასხვისებას (ქონებრივი უფლებების გადაცემა).

 

3.4.3.2. ლიცენზიის ვადის ათვლა იწყება მაშინ, როცა მომხმარებელი გაეცნობა წესებს და აგრძელებს გამოყენებას და/ან პროგრამების კომპიუტერში (ელექტრონულ მობილურ მოწყობილობაში) ჩატვირთვას და მთავრდება იმ დღეს, როცა შესაბამისი პროგრამა აღარ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი  და არ იგეგმება მისი შემდგომი გამოყენება, ან მომხმარებლის მიერ პროგრამის კომპიუტერიდან ან ელექტრონული მობილური მოწყობილობიდან წაშლის (დეინსტალაციის) მომენტიდან.

 

3.4.3.3. არაექსკლუზიური ლიცენზია ასევე ჩერდება, როცა მომხმარებელი ცდილობს თავი აარიდოს კომპანიის (შემქმნელის) მიერ დამონტაჟებული პროგრამის დაცვის ნებისმიერ საშუალებას, ასევე პროგრამის გამოყენებას არამიზნობრივი გამოყენებისათვის და წესებით განსაზღვრული პირობების დარღვევით.

 

3.4.3.4. მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს პროგრამა მიზნობრივი დანიშნულებით, იმ ვადაში, საშუალებებით და ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნული წესებით ან შესაბამისი პროგრამის გამოყენების წესებით არის განსაზღვრული.

 

3.4.3.5. პროგრამის  არადანიშნულებისამებრ ან იმ საშუალებებით გამოყენება, რომლებიც მოყვანილი წესების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება წარმოადგენს შებამაბისი ლიცენზიის პირობების დარღვევას.

 

3.4.3.6 თუ პროგრამის გამოყენების წესებში არ არის მოცემული სხვა უფლებები გარდა უფლებებისა, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტის წესებითა განსაზღვრული, ამ შემთხვევაში მომხმარებელი პროგრამის მოხმარების დროს იღებს მხოლოდ იმ უფლებებს რომლებიც აღნიშნული დოკუმენტის წესებითაა განსაზღვრული.

 

3.4.4  წესების 3.4.3 პუნქტში მითითებული დებულებები ვრცელდება მათ შორის გვერდზე და/ან მასზე განთავსებულ მასალებზე იმ სახით, როგორითაც ეს მითითებულია ამ პუნქტში, ან შესაძლოა შეეხოს გვერდს და/ან მასალებს და/ან მათ მოხმარებას.

3.4.5. მომხმარებელი თანხმდება, რომ თუ სხვაგვარად არ არის წესებში მოცემული მას [მომხმარებელს] გვერდთან და/ან პროგრამასთან და/ან ნებისმიერ მასალასთან მიმართებაში არ აქვს უფლება:

 

  1. გამოიყენოს კომერციული მიზნებისთვის;
  2. გაავრცელოს, არენდით გადასცეს, გააქირაოს, გაყიდოს, დაიკავოს, დათმოს უფლებები ან ნებისმიერი სხვა გზით გადასცეს;
  3. ასლი გადაიღოს, მათ შორის მისი ნაწილების;
  4. შეცვალოს, რედაქტირება გაუკეთოს, თარგმნოს, დეკომპილაცია გაუკეთოს, შექმნას საწარმოო ნაწარმი ან განახორციელოს სხვა ნებისმიერი სახის ცვლილება ან გადამუშევება;
  5. გამოყენებისას არასწორად მიუთითოს წყაროს წარმომავლობა;
  6. ექსპორტი გაუწიოს (განახორციელოს რეექსპორტი) და/ან იმპორტი გაუწიოს (განახორციელოს რეიმპორტი) ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის იქ სადაც აკრძლულია ექსპორ-იმპორტის განხორციელება;
  7. გამოიყენოს ნებისმიერ მონაცემთა ბაზის ან კრებულის შესაქმნელად და ჩართოს ისინი ნებისმიერ მონაცემთა ბაზასა თუ კრებულში.

3.5. კომპანიას უფლება აქვს ჩატვირთოს (განათავსოს) გვერდსა და პროგრამაში სხვადახვა მასალა, მათ შორის ან, პირველ რიგში რეკლამა ან სხვა მარკეტინგული (PR) ღონისძიება, რომელიც ეხება  TM "Borjomi"-ს ("ბორჯომი") პროდუქციას, ნებისმიერ სახით, მათ შორის - ბანერები, განცხადებები, სტატიები და ა.შ. კომპანიას ასევე უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება ზემოთ აღნიშნულ მასალებში და შესაბამისად, მომხმარებელი თანხმდება მასზედ, რომ კომპანიას უფლება აქვს პირადად მისი [მომხმარებლის] ინფორმირების გარეშე განახორციელოს ამ პუნქტში აღწერილი მოქმედებები.

3.5.1. მომხმარებელი თანხმდება, რომ მას არ აქვს უფლება გამოიყენოს გვერდი და/ან პროგრამა და/ან მასალები (მათ შორის ისო) მიზნებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგება აქ მოცემულ წესებს, კომპანიისგან მიღებული წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

3.6. გვერდზე განთავსებული მასალები მიზნად არ ისახავს მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და არ ქვეყნდება ნებისმიერი კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად  მათ შორის მათი, ვინც მოიხმარს TM "Borjomi"-ს ("ბორჯომი") პროდუქციას [ცალკე იხ. ზოგადი წესების პირობები]. საიტზე და/ან პროგრამაზე და/ან მასალებზე წვდომა ღიაა მომხმარებლისთვის იმ სახით, რომლითაც ისინი მათთან გაცნობის მომენტში არსებობს. კომპანია არ იღებს გვერდზე და/ან პროგრამაზე და/ან მასალებზე უწყვეტი წვდომის პასუხისმგებლობას ასევე არც მასზე, რომ გვერდი და/ან პროგრამა და/ან
მასალები მომხმარებელს მიეწოდება სწრაფად და შეცდომების გარეშე. თუ გვერდი და/ან პროგრამა და/ან მასალა ითვალისწინებს "შედეგის" მიღწევას, ამ შემთხვევაში ასეთ შედეგს სიზუსტე და სანდოობა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ეს პირდაპირ მითითებულია გვერდზე და/ან პროგრამაში და/ან თითოეულ ცალკეულ მასალას თან ერთვის შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია. 

3.7. წესების დებულების 3.5. პუნქტის შინაარსთან დამატებით, კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების შინაარსი და ფორმა (დიზაინის, პროგრამული კოდების და ა.შ. ჩათვლით).

3.8. გვერდით და/ან პროგრამით და/ან მასალებით სარგებლობისას მომხმარებელი არ არის და  არ ხდება გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების მფლობელი, ასევე მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ნებისმიერ მინიჭებულ უფლებაზე [თუ ასეთი უფლებების მინიჭება პირდაპირ განსაზღვრულია წესებით].

 

IV.    პერსონალური მონაცემები

4.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა შეიკრიბოს და გამოყენებულ იქნას კომპანიის მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს წესებითაა განსაზღვრული.

4.2. პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავებულ იქნას, გადაეცეს ან სხვა სახით იქნას გამოყენებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრაციის განსახორციელებლად ან პროგრამის ჩატვირთვის და მისი გამართული ფუნქციონირებისთვის.

4.2.1 ასეთი პერსონალური მონაცემები შესაძლოა იყოს მაგალითად: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი და ა.შ.

შენიშვნა: პროგრამის გამოყენების ნაწილში პერსონალური მონაცემები [თუ ეს მოთხოვნილია] საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ შესაბამისმა პროგრამ შეძლოს მუშაობის დაწყება.

4.2.3. კომპანიას არ აქვს წვდომა, არ აგროვებს, არ ინახავს, სისტემატიზაციას არ უკეთებს, არ აანალიზებს, არ გადასცემს მესამე პირებს იმ მომხმარებლის რაიმე სახის პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც იყენებს ან გეგმავს გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების გამოყენებას, სადაც შეთავაზებულია ან მოთხოვნილია ასეთი მონაცემების შეყვანა, თუ სხვაგვარად არ არის წესებით გათვალისწინებული ან მითითებულია გვერდის ან პროგრამის ცალკეული მასალების აღწერისას. 

4.2.4. მომხმარებელი კომპანიას გადასცემს  მისი პერსონალური მონაცემების შეგროვების და შენახვის უფლებას, თუ ამას მოითხოვს ნებისმიერი მასალა და/ან პირობა, რომელიც განთავსებულია გვერდზე და/ან პროგრამის წესებში.

4.2.4.1. მომხმარებელი თანხმდება, რომ მისი პერსონალური მონაცემები შესაძლოა
         გამოყენებულ იქნას მომხმარებლისთვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის
         გარეშე შემდეგ შემთხვევებში: 

4.2.4.1.1 როცა კომპანია გადასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ნდობით აღჭურვილ პარტნიორებს/მესამე პირებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობენ კომპანიასთან ან მის ნდობით აღჭურვილ პარტნიორებთან და/ან შვილობილ კომპანიებთან, კომპანიებთან, რომელთა დამფუძნებლადაც კომპანიაა ("ბორჯომი") წარმოდგენილი და ა.შ. ამ შემთხვევაში მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გამოყენება შესაძლოა მიზნად ისახავდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და ინფორმაციის მიწოდებას TM "Borjomi"-ს ("ბორჯომი") პროდუქციის, მასალების, მარკეტინგული პროგრამების და/ან სარეკლამო კამპანიების, ასევე კომპანიის ან მესამე პირების სარეკლამო ღონისძიებების, სარეკლამო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას, აქციების და კონკურსების ჩატარებას და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების მიმღები მესამე კომპანიები არ გასცემენ ასეთ მონაცემებს [კომპანიის ("ბორჯომის" წერილობითი თანხმობის გარეშე). კომპანია ("ბორჯომი") იტოვებს უფლებას გამოიყენოს მომხმარებლების მობილური ტელეფონის ნომრები და/ან მათი ელექტრონული ფოსტის მისამართები, თუ მომხმარებლის მიერ მათი მოწოდება აუცილებელი გახდება გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების გამოყენებისთვის და საკუთარი მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის მომხმარებლისგან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე. თუ გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალის გამოყენება ითვალისწინებს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომრის და/ან ელექტრონული ფოსტის მისამართის მიწოდებას, ასეთი მომხმარებელი თანხმობას იძლევა მოკლე ტექსტური შეტყობინების და ელექტრონული წერილების მიღებაზე, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს საინფორმაციო შეტყობინებას, ახალ ამბავს ან სარეკლამო ინფორმაციას.

4.2.4.1.2. როცა აუცილებელია მაკონტროლებელი ორგანოების (მათ შორის, საგამოძიებო ან სასამართლო ორგანოების) კითხვებზე (სხვა დოკუმენტებზე) პასუხის გაცემა, დადგენა ან კანონიერი უფლებების განხორციელება ან სასამართლო სარჩელისგან თავის დაცვა (მათ შორის, პოტენციური).

4.3.4.1.3. როცა ხდება აუცილებელი ინფორმაციის გაცვლა (მათ შორის პერსონალური მონაცემების) შემდეგი მიზნებისთვის: სამართალდარღვევაზე და/ან დანაშაულზე გამოძიების ჩატარება, არაკანონიერი ქმედების თავიდან ასაცილებლად ზომების მისაღებად, თაღლითობის და ისეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, რაც პოტენციურ სამართალდარღვევასთან და/ან დანაშაულთან არის დაკავშირებული.

4.2.4.1.4. როცა კომპანიის რეორგანიზაციის იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს და საჭირო ხდება მომხმარებელზე არსებული ინფორმაციის აუცილებლად გადაცემა.

 

V.   უფასო მოხმარება და შეზღუდვები

5.1. გვერდიდან მასალების გამოყენება დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ მითითებული იქნება გვერდზე განთავსებული მასალის პირდაპირი ინტენეტ-ბმული (ჰიბერბმული). 

ნიმუში: მოცემული ინფორმაცია ან გვერდი ("სტატიის დასახელება") განთავსებულია ინტერნეტ-გვერდზე "ბორჯომი" [http://www.borjomi.com "გადმოტანილი ინფორმაციის დასახელება"] - წელი. URL.

5.2. გვერდზე განთავსებული ისეთი მასალების გამოყენება როგორიც არის ინტერვიუ, ინტერნეტ-კონფერენცია ან სხვა ინფორმაცია საჯარო ღონისძიების (განხორციელებული ან დაგეგმილი) შესახებ, ნებადართულია გამოყენებულ იქნას ერთი საინფორმაციო მასალის შექმნისთვის ზომით არა უმეტეს 210 ნიშნისა. გვერდზე პირველადი გვერდის ბმულის მითითება საიდანაც ინფორმაციაა აღებული საინფორმაციო მასალაში (მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში) აუცილებელია. ნებისმიერი მასალის გამოყენება, რის შესახებაც საუბარია წესების ამ პუნქტში, ორიგინალის ზომებით (სრული ზომით) იკრძალება.

5.3. ღონისძიებები, რომელთა შესახებაც საუბარია წესების პუნქტში 5.2. განკუთვნილია მხოლოდ კერძო (არაკომერციული) მოხმარებისთვის და ნახვისთვის (გაცნობისთვის) თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წესებში ან კომპანიასთან მიღწეულ შესაბამის იურიდიულ შეთანხმებაში.

5.4. მასალების მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ნებისმიერი სახით გამოყენების დროს, რომელთა შესახებაც საუბარია მოცემული წესების 5.2. პუნქტში, აუცილებელია ინფორმაციის წყაროს მითითება მომზადებული საინფორმაციო ტექსტის დასაწყისშივე.

ნიმუში: "საინფორმაციო ტექსტი... "ღონისძიების თემის მითითება" (www.borjomi.com/...)... საინფორმაციო ტექსტის გაგრძელება.")

5.5. გვერდზე განთავსებული მასალების გამოყენება, "აქტიურ საინფორმაციო გამოშვებაში" [4] კვლავწარმოების გზით დასაშვებია მხოლოდ სათანადო გაფორმებით. თუ გვერდიდან ხდება მასალის გამოყენება, ის უნდა შეიცავდეს შინაარსის შესაბამის დასათაურებას და გვერდიდან აღებული მასალის მოკლე ანოტაციას. ასევე, საინფორმაციო მასალის დასახელების მითითების შემდეგ იქვე უნდა განთავსდეს გვერდის ლოგოტიპი და დასახელება. იქვე უნდა მიეთითოს გვერდზე განთავსებული სრული მასალის პირდაპირი ჰიპერბმული. 

 

VI.   პასუხისმგებლობა

6.1. წესების ნებისმიერი პუნქტის შეუსრულებლობა და/ან დაუცველობა წარმოადგენს მათ დარღვევას და გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომელიც აღნიშნული წესებით და კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

6.2. იკრძალება გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების ნებისმიერი კომერციული გამოყენება კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე.

6.3. კომპანია იტოვებს უფლებას კომპანიის წესების დამრღვევები შეიყვანოს სპეციალურ სიაში, ასევე წარადგინოს ის [სია] საზოგადოების წინაშე.

6.3.1. თუ მომხმარებლისთვის ცნობილი გახდა კომპანიის ისო-ზე უფლების დარღვევის რაიმე სახის ფაქტი, მომხმარებელმა უნდა შეატყობინოს კომპანიას მისთვის ცნობილი დარღვევის შესახებ.

6.3.2. თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ გვერდზე განთავსებული მასალები მის კუთვნილ ისო-ს წარმოადგენს, მაშინ მომხმარებელმა უნდა შეატყობინოს კომპანიას ასეთი ფაქტის არსებობის შესახებ წერილობითი ფორმით. შეტყობინებაში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს: 1) ისო-ს მფლობელის შესახებ ინფორმაცია; 2) ისო-ს აღწერილობა, უფლება, რომელიც მომხმარებლის აზრით დაირღვა; 3) ინფორმაცია მოთხოვნებზე, რომელსაც ისო-ს მფლობელი, რომლის უფლებებიც დაირღვა, უყენებს უფლებების სავარაუდო დამრღვევს. 

6.3.3. კომპანია მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს, რათა არ დაუშვას მესამე პირების ისო-ზე ნებისმიერი უფლების დარღვევა.

6.4. კანონმდებლობის შესაბამისად, მესამე პირების მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ იურიდიულ პროცედურას (გამოიყენოს იურიდიული ინსტრუმენტები) საკუთარი უფლებების დასაცავად.

6.5. კომპანია აცხადებს, რომ პატივს სცემს სხვა პირების უფლებებს ისო-ზე და მოითხოვს ასევე სხვა პირებისგან შესაბამის დამოკიდებულებას მის კუთვნილ ისო-ზე.

6.5.1. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას:

6.5.1. მოქმედებებზე, რომელსაც მომხმარებელი გვერდზე განახორციელებს, ან მომხმარებლის ნებისმიერ მოქმედებაზე პროგრამის ან/და მასალების გამოყენებისას;

6.5.1.2. დარღვევებზე, რომელიც ინტერნეტის სქელში  ან პირების მუშაობაში (მათ სისტემურ ტელეკომუნიკაციებში) წარმოიქმნება, ინტერნეტის ქსელში ჩართვის გამო და მათ შორის ვირუსების მოქმედებასთან ან სხვა პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც მომხმარებლის უფლებებს არღვევენ, ან ნებისმიერი მესამე პირის მოქმედებასთან დაკავშირებით;

6.5.1.3. ზარალის გამო (მათ შორის დაკარგული მოგების), რომელიც მიადგა ან შესაძლოა მიადგეს მომხმარებელს გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების  გამოყენების ან ვერგამოყენების შედეგად;

6.5.1.4. კომპიუტერის (ელექტრონული მობილური მოწყობილობის) დაზიანების, მომხმარებლის პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანების გამო, რომელიც გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალის გამოყენების შედეგად წარმოიქმნა. გვერდის და/ან მასალების გამოყენებისას მომხმარებელი საკუთარ თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი მატერიალური დანაკარგი შემთხვევაში მათ შორის მათზე რაც მისმა კომპიუტერმა (მობილური ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა) მიიღო ან შეიძლება მიიღოს;

6.5.1.5. ქონებრივი დანაკარგის ან კომპიუტერის (ელექტრონული მობილური მოწყობილობა) მუშაობის დარღვევის, ქონების დაზიანების, დაკარგული მოგების ან საჯარიმო სანქციების შემთხვევაში, რომელიც მასალების და/ან პროგრამის და/ან გვერდის მომხმარებელს მიადგება;

შენიშვნა: თუ ზოგიერთი იურისდიქცია არ იძლევა გარკვეული პასუხისმგებლობის შეზღუდვის საშუალებას, პასუხისმგებლობის შეზღუდვა მოქმედებს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც კონკრეტული იურისდიქციითაა ნებადართული.

6.6. წესები არ არეგულირებს ინტერნეტის ქსელში შეღწევის და იმ აღჭურვილობის საკითხებს, რომლებიც საჭიროა გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების და/ან პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საიტზე წვდომისათვის ან პროგრამის ჩატვირთვისთვის. აღნიშნული საკითხები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და მის მიერ დამოუკიდებლად წყდება. შესაბამისად, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ ინტერნეტის ქსელში წვდომის საშუალების, მათ მიერ გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის და სხვა მოქმედებებზე, რომელიც წესების ამ პუნქტს ეხება. 

6.7. ამავე დროს, კომპანია ღელავს გვერდთან და/ან პროგრამასთან და/ან მასალებთან მუშაობის უსაფრთხოებაზე და ამას ახორციელებს რჩევების საფუძველზე შემუშავებული საშუალებებით, რომელიც მისი პოლიტიკის ნაწილია და რომლებსაც ძალუძთ  დაიცვას ინტერნეტ-თაღლითობისგან, უზრუნველყოს კომპიუტერის უსაფრთხოება და დაიცვას მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები [5].

 

VII.     დასკვნითი დებულებები

7.1. წესების მოქმედების ვადებია - მათი გამოქვეყნების წუთიდან მათ გაუქმებამდე (ან სხვა წესებით შეცვლით და/ან წესების ახალი რედაქციის წარმოდგენამდე.)

7.2. დავები (სასამართლო), რომელიც ეხება წესების დებულების მიღებას (მათ შორის შესრულებას) წყდება უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით (ქონებრივი სამართალი). ყველა დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, რომელიც გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოიშვება, მათ შორის ისინი რომლებიც მოცემული წესების განმარტებას, მათ შესრულებას, დარღვევას ეხება ექვემდებარება განხილვას უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში მისი რეგლამენტის შესაბამისად. საარბიტრაჟო სასამართლო შედგება ერთი არბიტრისგან. არბიტრაჟის სხდომების წარმოება ხორციელდება ქალაქ კიევში. საარბიტრაჟო განხილვის ენაა - უკრაინული.

7.2.1. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან მასალები (მათ შორის კითხვები, კომენტარები, შეთავაზებები, შენიშვნები) არ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რადგან ეხება გვერდს და/ან პროგრამას და/ან მასალებს ან მათთან დაკავშირებულ საკითხებს. მომხმარებელს, რომელიც აგზავნის თავის შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით ტექსტის კოდირების ან რაიმე სხვა მეთოდით წაკითხვისგან დაცვის უფლება არ აქვს.

7.2.2. ნებისმიერი დაცული და/ან კოდირებული შეტყობინება და/ან ელექტრონული წერილი არ განიხილება კომპანიის მიერ და დარჩება უპასუხოდ.

7.2.2.1. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი კომპანიას აწვდის ნამდვილი, ზუსტი და სრულყოფილია. კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურება მისი ნამდვილობის, სიზუსტის და სრულყოფილების დაზუსტების მიზნით ან მოითხოვოს მისი შინაარსის განახლება.

7.3. მოცემული წესები არ წარმოადგენს სააგენტო შეთანხმებას, არ წარმოადგენს საფუძველს მომხმარებელთან სამეწარმეო საქმიანობის წამოსაწყებად, არ ისახავს მიზნად კომპანიის მონაწილეობას მომხმარებელთან ერთად წარმოებებში (მათ შორის ერთობლივ მოქმედებებში). გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების გამოყენების შეთავაზებით კომპანია არ აწესებს მომხმარებელთან სამუშაო და/ან სამოქალაქო-უფლებრივ და/ან სხვა მსგავსი სახის სამართლებრივ ურთიერთობას.

7.4. თუ გვერდი და/ან პროგრამა და/ან მასალები არღვევენ მომხმარებლის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, მომხმარებელი ვალდებულია გამოგზავნოს შესაბამისი წერილი კომპანიის მისამართზე [იხ.წესების 7.4.2. პუნქტის დებულებები]. 

7.4.1. პრეტენზიების განხილვის შემდეგ კომპანია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც მომხმარებელი ცალკე იქნება ინფორმირებული.

7.4.2. მხარდაჭერის სამსახურის მისამართია: support@ids-borjomi.com.

7.4.3. ყველა საკითხის შესახებ, რომელიც ეხება შეთავაზებებს, სურვილებს მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს წესების 7.4.2. პუნქტში მითითებულ მისამართზე. 

7.5. ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეხება გვერდის და/ან პროგრამის და/ან მასალების მუშაობას, კომპანია იტოვებს უფლებას მის მუშაობაში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართული იქნება შესაბამის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ.

7.6. გვერდი შესაძლოა შეიცავდეს ინტერნეტ-ბმულებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელი შესაძლოა მოხვდეს სხვა ინტერნეტ-გვერდებზე. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს მესამე პირების ინტერნეტ-გვერდებზე (მათ შორის, მათ შინაარსზე, მოხმარების წესებზე, ასეთი გვერდებით სარგებლობის შედეგებზე), თუ ეს სხვაგვარად არ არის წესებში მითითებული.

7.6.1. კომპანია თავის თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას სხვა ინტერნეტ-გვერდების კონფიდენციალურობის პირობებზე.

7.6.2. სხვა ინტერნეტ-გვერდის ბმულის განთავსება არ ნიშნავს, რომ კომპანიის იწონებს ასეთ გვერდს და/ან მის შინაარსს. 

____________________________________________________________

[1] ინტერნეტის ქსელში განთავსებული ვებ-გვერდების და/ან მობილური დამატებების ერთობლიობა, რომელიც ერთი თემით, დიზაინით, დასახელებით და საზიარო დომეინითაა წარმოდგენილი;

[2] საინფორმაციო შეტყობინებები, ფორუმები, ბლოგები, კომენტარები და სხვა ინტერაქტიული რესურსები, ასევე ტექსტური შეტყობინებები, ვიდეო, აუდიო, გრაფიკული მასალები და ა.შ.;

[3] ისო-ში იგულისხმები საავტორო უფლებების ობიექტები და საწარმოო საკუთრების უფლებები, როგორიცაა: ნაწარმოები (მათ შორის მუსიკალური, აუდიოვიზუალური, გრაფიკული, დიზაინერული, ფოტოგრაფიული, ასევე სხვა ნაწარმოებები), კომპიუტერული პროგრამები, გადამუშავებული ნაწარმოებები (თარგმანები, ნაშრომები, ანოტაციები, რეფერატები, რეზიუმე, მიმოხილვები, არანჟირებები და სხვა) და გამოგონებები, სასარგებლო მოდელები, საწარმოო ნიმუშები, სავაჭრო ნიშნები და მომსახურების ნიშნები, საქონლის წარმოშობის ადგილმდებარეობის სახელები, საფირმო დასახელებები, კომერციული მნიშვნელობები (დასახელებები), კომერციული საიდუმლო, პროდუქტების სავაჭრო დასახელებები, მომსახურების ნიშნები, ლოგოტიპები, ასეთი ობიექტების აღწერილობები და ა.შ. მათ შორის, ისინი, რომელთაც იცავს 1883 წლის 20 მარტის სამეწარმეო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია და 1971 წლის ბერნის  ლიტერატურული ნაწარმოებების დაცვის კონვენცია.

[4] საინფორმაციო ბლოკების კითხვის სპეციალური პროგრამები, რომლებიც გვხვდება ე.წ. "ახალი ამბების ლენტის" ფორმატში.

[5] დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წესები, რომლებიც განთავსებულია ინტერნეტ-გვერდზე: http://www.onguardonline.gov/.