Search
ან
ჩინური წვნიანი
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
1
201-500 კკალ
ინგრედიენტები
100 100 გრ. საქონლის ხორცი
50 50 გრ. ჩინური კომბოსტო
30 30 გრ. ბრინჯის ლაფშა
50 50 გრ. სოკო შიტაკი
2 2 გრ. მარილი
2 2 გრ. პილპილი
50 50 გრ. ზეთი
საფეხური 1
ხორცი დავჭრათ წვრილ და გრძელ ნაჭრებად, ჩავყაროთ საშუალო ქვაბში, დავამატოთ წყალი, ისე რომ ქვაბის ნახევარი დაიფაროს წყლით და დავდგათ საშუალო ცეცხლზე, მოვხარშოთ, 30 წუთის შემდეგ დავამატოთ სოკო და გავაგრძელოთ ხარშვა 10 წუთი.
საფეხური 2
დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და 5 წუთის შემდეგ ბრინჯის ლაფშა. (ცალკე ქვაბში ავადუღოთ წყალი და ადუღებულ წყალში ბრინჯის ვერმიშელი გავაჩეროთ 5 წუთი, წყალი გადავურიოთ და ბრინჯის ვერმიშელი დავამატოთ დიდ ქვაბში, სხვა ინგრედიენტებთან ერთად). გადმოვდგათ ცეცხლიდან.

სერვირება

ზეთი, მარილი და პილპილი კერძს დაუმატეთ ბოლოს, ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ. სუფრასთან მიიტანეთ თბილ მდგომარეობაში.

თეგები

რჩევები

იმ შემთხვევაში თუ, შიტაკი სოკოს ჩაანაცვლებთ სხვა სოკოთი ბოლოს წვნიანს შეგიძლიათ დაუმატოთ სოიოს სოუსი 2ს.კ. გაითვალისწინეთ, რომ სოიოს სოუსი ისედაც მარილიანია და ამიტომ მარილის დამატებისას ჯერ გასინჯეთ კერძი.