Search
ან
აჭარული ხაჭაპური
აჭარული ხაჭაპური
საფეხური 1 მოვამზადოთ ცომი: წყალში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ, დავამატოთ მზესუმზირის ზეთი და ისევ ვზილოთ. მზა ცომს გადავაფაროთ პოლიეთილენის პაკეტი და გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში. 
საფეხური 2 გულსართი: გავტეხოთ კვერცხი, დავაცალკაოთ გული და ცილა ერთმანეთისგან. ყველი გავხეხოთ, შევურიოთ ცილა და კარგად ავურიოთ.
საფეხური 3 როცა ცომი ამოვა, დაახლოებით 200 გრ. მოვაჭრათ. გავაბრტყელოთ 0,5 სმ. სისქეზე და მივცეთ ოვალური ფორმა. ტაფაზე მოვაყაროთ ფქვილი, დავდოთ ცომი და შუაგულში მოვათავსოთ ყველი.
საფეხური 4 გვერდებიდან ცომი ამოვახვიოთ ისე, რომ ნავის ფორმა მიიღოს. ისევ დავაყაროთ ცოტა ყველი. ნავის ნაპირებს წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გამოსაცხობად წინასწარ 250 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.
საფეხური 5 როცა ცომი შეწითლდება, გამოვიღოთ ღუმელიდან, ავიღოთ მთლიანი კვერცხი გავტეხოთ და ჩავასხათ ხაჭაპურში და ისევ შევდგათ ღუმელში 2 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ ხაჭაპური და შუაგულში ჩავუდოთ კარაქის ნაჭერი.
საფეხური 6 გემრიელად მიირთვით
60+ წუთი
საშუალო
მძიმე
1
201-500 კკალ

მოვამზადოთ ცომი: წყალში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, თანდათან დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ, დავამატოთ მზესუმზირის ზეთი და ისევ ვზილოთ. მზა ცომს გადავაფაროთ პოლიეთილენის პაკეტი და დავდგათ თბილ ადგილას 30 წუთის განმავლობაში. 
გულსართი: გავტეხოთ კვერცხი, დავაცალკაოთ გული და ცილა ერთმანეთისგან. ყველი გავხეხოთ, შევურიოთ ცილა და კარგად ავურიოთ. როდესაც ცომი ამოვა, დაახლოებით 200 გრ. მოვაჭრათ. გავაბრტყელოთ 0,5 სმ. სისქეზე და მივცეთ ოვალური ფორმა.
ტაფაზე მოვაყაროთ ფქვილი, დავდოთ ცომი და შუაგულში მოვათავსოთ ყველი. გვერდებიდან ცომი ამოვახვიოთ ისე, რომ ნავის ფორმა მიიღოს. ისევ დავაყაროთ ცოტა ყველი. ნავის ნაპირებს წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გამოსაცხობად წინასწარ 250 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. როცა ცომი შეწითლდება, გამოვიღოთ ღუმელიდან, ავიღოთ მთლიანი კვერცხი და მისი საშუალებით ჩავაღრმავოთ ცომის შუაგული, შემდეგ კვერცხი გავტეხოთ და ჩავასხათ ჩაღრმავებულ ადგილას და ისევ შევდგათ ღუმელში 2 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ ხაჭაპური და შუაგულში ჩავუდოთ კარაქის ნაჭერი. აჭარული ხაჭაპური მზად არის.

ინგრედიენტები
500 500 მლ. თბილი წყალი
1 1 ჩაის კოვზი საფუარი
1 1 ჩაის კოვზი მარილი
1 1 ჩაის კოვზი შაქარი
50 50 მლ. მზესუმზირის ზეთი
900 900 გრ. ფქვილი
2 2 კვერცხი
90 90 გრ. ნაღების კარაქი

ექსპერტის რჩევები