აწყობა - ნაწილი პირველი:
ფორმაზე დავდოთ 18 სმ სისქის პირველი ბისკვიტი და დავნამოთ სიროფით. შემდეგ ჩავასხათ შოკოლადის კრემი, ზემოდან დავადოთ მეორე ბისკვიტი და მსუბუქად დავაწვეთ. მეორე ბისკვიტიც დავნამოთ სიროფით და შევდგათ საყინულეში, იქამდე სანამ ჟელე არ გამზადდება.
ბანანის ჟელე:
ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში და დავტოვოთ.
დავამზადოთ ბანანის ხილფაფა, დავუმატოთ ლიმონის წვენი, შაქარის პუდრა და შემოვდგათ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ გაწურული ჟელატინი. ავდღვიბოთ ბლენდერით და დავუმატოთ რომი. თუ გამოვიყენებთ ფორთოხლის წვენს, მისი გაცხელება შეიძლება ბანანის ხილფაფასთან ერთად.
აწყობა - ნაწილი მეორე:
ავიღოთ პირველი ნაწილის ფორმა, გადავუსვათ ბანანის ჟელე და გავასწოროთ. დავადოთ ბისკვიტის მესამე ფენა და დავნამოთ. შევინახოთ საყინულეში, მესამე ფენის გამზადებამდე.
ვანილის იოგურტის ფენა:
ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში და ვაცალოთ გაჯირჯვება. ნაღები ოდნავ ავთქვიფოთ (მაგრამ ისე, რომ კარაქივით არ გახდეს) და შევურიოთ 200 გრ. სქელი, ნატურალური იოგურტი.
50 გრ. იოგურტს შევურიოთ ვანილის პუდრა და შევაცხელოთ დაახლოებით 75-80 გრადუსზე. დავამატოთ გაწურული ჟელატინი, ავურიოთ და ჩავასხათ ყველაფერი ნაღებიან იოგურტში. გამოვიყენოთ მაშინვე.
აწყობა- მესამე ნაწილი:
ბოლო ბისკვიტს მოვასხათ ვანილიანი იოგურტის ფენა და შევინახოთ საყინულეში 1 ღამით.