გარჩეული ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, მარილი, ქონდარი, დარიჩინი (დამატებითი ინგრედიენტი სურვილის და გემოვნების მიხედვით), ხმელი ქინძი, უცხო სუნელი 2-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში (შეიძლება ბლენდერშიც). ნაზავი შევურიოთ მოხარშულ ლობიოს და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი (დაკეპილი) თავიანი ხახვი, ძმარი (ან ბროწეულის წვენი), ქორფა მწვანილი და დავამატოთ ცოტა ლობიოს ნახარში. ფრთხილად ავურიოთ.