გახლავთ სასტუმროებისა და რესტორნების ბრენდ-შეფი. ამჟამად, დაკავებული ვარ სასტუმრო ,,თბილისი თაუერში,, სადაც მიმდინარეობს ახალ მენიუზე მუშაობა. ვითვალისწინებ მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნას. ამავდროულად, შენარჩუნებული იქნება ქართული კერძების ავთენტური გემოები, რაც უდიდეს მნიშვნელობას სძენს ქვეყნის ისტორიულ გასტრონომიასა და განსაკუთრებულად ტურისტების ინტერესს, რომ ეზიარონ ქართულ სამზარეულოს. გამოცდილება მკარნახობს, ხაზი გავუსვა და გამოვყო ქართული კულინარიის საკმარისზე მეტი სპეციფიკურობა, რომელიც საინტერესოა და ამოუწურავი. შევადარებდი მზეზე მუდმივ აფეთქებებს... გასათვალისწინებელია ბევრი რამის დახვეწვაც და კიდევ შემდგომი განვითარება, რაც დიდ რეზონანს გამოიწვევს მსოფლიო გასტრონომიაში. სწორედ ახლახანს დადასტურდა ეს ყველაფერი, როდესაც უდიდესმა გასტრონომიულმა კონკურსმა ,,ბოკუზ დორმა,, რომელიც კულინარიულ ოლიმპიადად მიიჩნევა და რომელსაც ,,პოლ ბოკუზმა,, ოცდაათი წლის წინ ჩაუყარა საფუძველი, საქართველო მიიღო ამ დიდ ოჯახში. აქვე უნდა აღინიშნოს ორგანიზატორების დამსახურება და მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, როგირც ფედერაციის მხრიდან, ასევე კომპანია ,,გასტრონავტის,, მიერ. მადლობა, ამ ისტორიული ნაბიჯისათვის, რომლის ჩრდილში აუცილებლად ახალი თაობები გამოანათებს... ჩემს პირად გეგმებს რაც შეეხება, პარალელურად მიწევს უცხოელებთან მუშაობა საკმაოდ მასშტაბურ კულინარიულ-საგანმანათლებო პროექტზე, რომელიც შეცვლის არსებულ მოცემულობას და დაეხმარება მომავალ თაობას, გაეცნონ და პრაქტიკაში აწარმოონ თანამედროვე ტექნიკით მუშაობა და შეიმეცნონ ეს პროფესია მეცნიერულ დონეზე. კულინარიასთან ჩემი დამოკიდებულება წააგავს მუზებით შეპყრობილ მხატვარს, რომელიც პერიოდულად წერს ტილოებს. სამწუხაროა, ისიც რომ გემოს არ ძალუძს ნახატის აღქმით გამოწვეული შთაბეჭდილების მსგავსად დიდხანს გაყოლა, მაგრამ დღევანდელ ყოფიერებაში, ვფიქრობ, წუთიერი ბედნიერებაც არ იქნება ურიგო, თუ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გადავიტანთ...