Search
ან
ღუმელში გამომცხვარი ისპანახი
0 - 30 წუთი
საშუალო
მსუბუქი
0-200 კკალ
ინგრედიენტები
600 600 გრ. ისპანახი
150 150 გრ. შებოლილი სულგუნი
3 3 კვერცხი
3 3 კბილი ნიორი
2 2 ხახვი
50 50 გრ. ქინძი
საფეხური 1
კარგად გარეცხილი ისპანახი 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გადაწურეთ და ყინულიან წყალში დააყოვნეთ დამატებით 3 წუთი. საბოლოო მასა ისევ გადაწურეთ და დაკეპეთ წვრილად.
საფეხური 2
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. დაკეპილ ისაპანახში კარგად აურიეთ - კვერცხი, გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მოთუშული ხახვი. გადაიტანეთ ეს ყველაფერი სასურველ ფორმაში და, წინასწარ გახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.

სერვირება

ისიამოვნეთ კერძით, სანამ თბილ მდგომარეობაშია.