6
6
ცალი
ატამი
6
6
სუფრის კოვზი
სუფრის კოვზი შაქარი
1/2
1/2
ცალი
დარიჩინის ჩხირი
1
1
ცალი
ფორთოხლის ცედრა და წვენი
85
85
გრ.
კარაქი
2
2
ცალი
ვანილის ჩხირი
325
325
გრ.
რიზოტოს ბრინჯი
160
160
მლ.
თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო
1
1
ლიტრი
ცხიმიანი რძე
100
100
გრ.
თეთრი შოკოლადი
100
100
გრ.
შავი შოკოლადი
პიტნის ფოთლები
პირველ რიგში მოვთუშოთ ატამი. ამისთვის ატამი დავჭრათ პატარა კუბებად, ჩავყაროთ ქვაბში 4 ს.კ. შაქართან ერთად, დავამატოთ დარიჩინის ჩხირი, ერთი ვანილის ჩხირი და თესლი, ფორთოხლის წვენი და ცედრა. ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. ძალიან არ დავარბილოთ. გადავდოთ და მოვამზადოთ რიზოტო.
მეორე ქვაბში ჩავაგდოთ 50 გრ. კარაქი და ვანილის თესლი, დადგათ დაბალ ცეცხლზე 1 წუთით. შემდეგ ჩავყაროთ ბრინჯი დარჩენილ შაქართან ერთად, დავამატოთ ღვინო და მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ღვინო აორთქლდება, შემდეგ ნელ-ნელა რძეს, ბრინჯის მოხარშვამდე. დაახლოებით 15 წუთი უნდა ვხარშოთ ბრინჯი, ის კარგად უნდა დარბილდეს. შეიძლება ოდნავ მეტი სითხე დასჭირდეს, შეგიძლიათ რძე ან წყალი დაამატოთ. როცა ბრინჯი მზად იქნება გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ თეთრი შოკოლადი.
სერვირება
მოვათავსოთ ცოტაოდენი რიზოტო ღრმა თეფშში. შუაში ჩავდოთ შავი შოკოლადი (სურვილისამებრ) და დავადოთ მეორე ფენა რიზოტო. გავაფორმოთ ატმითა და პიტნის ფოთლებით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი