ახლად გახსნილი სასტუმრო Glarros OldTown-ი, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, კალოუბანში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე, თბილისის გასტრონომიულ რუკაზე წარმოდგენილია ქართული და ევროპული კულინარიული ტრადიციებით შთაგონებული რესტორნით - „Gastromania“.
„გასტრომანიას“ სულ ახლახან დაემატა მსოფლიოში განთქმული Josper Grill-ი და ხორცის დაძველების მაცივარი, ამიერიდან ჩვენთან მოსულ სტუმრებს, საავტორო სტეიკებითა და თევზეულით განახლებული, კიდევ უფრო მრავალფეროვანი მენიუ დახვდებათ.
“გასტრომანია“ სცილდება ტრადიციული გასტრონომიული გამოცდილების საზღვრებს და სტუმრებს დაუვიწყარ კულინარიულ თავგადასავალს სთავაზობს. სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვითა და უსაზღვრო შემოქმედებითი პოტენციალით, სწორედ ჩვენი გამოცდილი შეფი და მისი კულინარიული გუნდი დგას ჩვენი პრემიუმ ხარისხის გასტრონომიული გამოცდილების მიღმა. დაბალანსებული არომატებიდან, დახვეწილ პრეზენტაციამდე, შეფის დეტალებისადმი ყურადღება განაპირობებს შთამბეჭდავ გასტრონომიულ გამოცდილებას, სადაც თითოეული კერძი კულინარიული გუნდის ოსტატობის შესახებ გვიყვება.
ჩვენს მრავალფეროვან მენიუში გამორჩეული კერძები ძირითადად მზადდება ჯოსპერის გრილზე - დაძველებული ხორცით მომზადებული სტეიკი და თევზეული ის კერძებია, რომელსაც პირველ რიგში ვურჩევთ ხოლმე ჩვენთან მოსულ სტუმრებს. თუმცა, გვაქვს ვეგეტარიანული და ვეგანური კერძების არჩევანიც.
უახლოს პერიოდში იგეგმება რესტორნის outlet - ების გაფართოება, რაც გულისხმობს ღია პარიზულ კაფეს, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ასევე გრილ ბარს სასტუმროს შიდა ეზოში.