როგორ გაჩნდა იდეა?
კაფის იდეა მცენარეების სიყვარულმა შთაგვაგონა, მათი მოვლა და მათზე ზრუნვა იმდენად დიდ სიამოვნებას გვგვრიდა, მათი ცქერა კი სულიერ სიმშვიდეს გვანიჭებდა, გადავწყვიტეთ ეს სიამოვნება სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა, სტუმრებისთვის ჩვენს გარემოში ყოფნა მეტად სასიამოვნო რომ ყოფილიყო, შევქმენით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი კერძები და დესერტები, რომელსაც ქართულ ღვინოსთან ერთად მოგართმევთ.
ახლა ორიოდე სიტყვა იმ თვალწარმტაც გარემოზეც უნდა ვთქვათ, ხმაურისგან დაღლილ ქალაქში რომ ზურმუხტისფრად აკიაფებულ სიმშვიდედ გევლინებათ და ახალი გასტრონომიული აღმოჩენებისკენ დიდი სიყვარულით გიხმობთ.
სიმყუდროვეში ჩაფლული შიდა სივრცითა და მზის სინათლით გასხივოსნებული ვერანდით, სურო ის ადგილია, დამღლელი დღის შემდეგ სიმყუდროვის მაგიურობას რომ მთელი სიცხადით შეგაგრძნობინებთ და ერთი ნახვით შეყვარებაშიც სამუდამოდ დაგარწმუნებთ.
როგორი სამზარეულოა? რა კერძებს სთავაზობთ სტუმრებს? მენიუს შესახებ მოგვიყევით.
ქართული მოდერნიზებული კერძები დახვდება ჩვენს სტუმარს სუროში, რომლის დიზაინით მოხიბლულს გემოთი მთლად აღფრთოვანებულს დატოვებს, საუკეთესო ღვინოსთან ერთად, რომელიც ქართულ ვენახში დაკრეფილი ქორფა ყურძნისგან პირდაპირ ჩვენთან მოსულა, მიწურულს ჩვენი დესერტების მრავალფეროვნებით დაგატკბობთ და რჩეული მარცვლებით მომზადებულ ყავას შემოგთავაზებთ, ან სახლურ ლიმონათს, რომელიც მისი გემოთი და არომატით თქვენს გულს უპირობოდ მოიგებს.
ცოტა რამ შეფის შესახებ…
“სურო” გაგაცნობთ გიორგი ჭულუხაძეს, საქართველოს წამყვანი რესტორნების ბრენდ-შეფს.
“ამას მისი შემოქმედება რომ უყვარს ისე ცოტას მისი შვილიო” ამბობენ და არც თუ ისე უსაფუძვლოდ.
კულინარიის გურუებთან დაოსტატებულს, არც ქართული სამზარეულოს სიყვარული დავიწყებია და ევროპული ტექნოლოგიებით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც საქართველოს თითოეულ კუთხეს სიყვარულით მოგატარებთ.
სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით.
ჩვენ არ შევწყვეტთ ძიებას საკუთარი თავის, როგორც მცენარეების აღმოჩენაში, ასევე კერძების, ყოველი ახალი სეზონისათვის სუროს მენიუ განახლდება სტუმრებისთვის, რადგან მუდამ საინტერესო და გემრიელი შეთავაზებების კორიანტელი დავატრიალოთ, ასევე ვგეგმავთ ჩვენი მასპინძელი მცენარეების გაცნობით საღამოებს, სადაც უფრო მეტს მოგიყვებით მათ მოვლაზე.
შევხვდებით “სუროში”