Search
ან
ტარტალეტი
ინგრედიენტები
4 4 კვერცხი
300 300 გრ. კარაქი
10 10 გრ. ვანილის ფხვნილი
400 400 გრ. ფქვილი
500 500 გრ. კომში
300 300 გრ. ჟოლო
3 3 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა
200 200 გრ. შაქარი
500 500 მლ. რძე
2 2 გრ. დარიჩინი
საფეხური 1
ამოვიყვანოთ 2 კვერცხის გული 1 ს/კ შაქართან ერთად და დავუმატოთ მწიკვი მარილი. შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ პლასტელინის მსგავსი მასა. მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმებში და გამოვაცხოთ 190- 200°c გრადუს ტემპერატურაზე 25 წუთის განმავლობაში. ცომი უნდა გახდეს ოქროსფერი.
საფეხური 2
დავჭრათ კომში კუბებად, მოვაყაროთ 2 ს/კ შაქარი, ცოტა ლიმონის წვენი და წყალი, შემდეგ მოვთუშოთ. როდესაც მასა დარბილდება, დავამატოთ დარიჩინი გემოვნებით და დავაბლენდეროთ.
საფეხური 3
500 მლ რძე, 5 ს/კ ფქვილი, ვანილი და შაქარი მოვათავსოთ ერთ ქვაბში. მოვურიოთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას და მივიღოთ ერთიანი მასა. თუ კი შევნიშნავთ ბურთულებს, შესაძლებელია საცერში გატარება. დავდგათ ნელ ცეცხლზე და მოვადუღოთ უწყვეტი მორევით, ადუღებიდან 15-20 წუთი მოვთუშოთ და გადმოვდგათ. როდესაც კარგად გაცივდება, ამოვიყვანოთ 100 გრ კარაქი მიქსერით, ნელ-ნელა დავუმატოთ გაციებული კრემის ფაფა, და კიდევ ერთხელ დავამუშაოთ.
საფეხური 4
ბეზეს ამოსაყვანად დაგვჭირდება: 4 ც. კვერცხის ცილა, 6 ს/კ შაქარი, 1 ჩ/კ ლიმონმჟავა, 10 ც. ჟოლო და 5 გრ. ვანილი. ეს ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ ერთმანეთში, მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე, და ვურიოთ 10 წუთის განმავლობაში. ჟოლო, პიურე, კრემი და ბეზე მოვათავასოთ გამომცხვარ ცომზე.

სერვირება

ტარტალეტი გავაფორმოთ მიკრო მწვანილით და ჟოლოთი.