პომიდორს გადავუჭრათ თავი ისე, რომ შეიძლებოდეს შიგთავსის ამოღება პომიდვრის მთლიანობის დაუზიანებლად.
ბრინჯი მოვხარშოთ ორჯერ უფრო მეტ წყალში, გადავწუროთ და გადავავლოთ ცივი წყალი.
ბულგარული დავჭრათ წვრილად, ხოლო სტაფილო გავხეხოთ.
საფეხური 2
სულგუნი გავხეხოთ.
დაჭრილი ბოსტნეული და ბრინჯი ერთად მოთუშეთ ტაფაზე 5 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხარხუში, პილპილი და მარილი გემოვნებით.
შეგრილებული მასა გახეხილ სულგუნთან ერთად მოათავსეთ პომიდვრის გულში.