Search
ან
კესადია
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
2 2 ცალი ქათმის ფილე
1 1 თავი ხახვი
1 1 ცალი თითო-თითო ბულგარული წიწაკა სხვადასხვა ფერის
1 1 ცალი ცხარე წიწაკა
200 200 გრ. ჩედარი
2 2 ცალი ტორტია
1 1 ცალი პომიდორი
50 50 მლ. ზეითუნის ზეთი
200 200 გრ. არაჟანი
მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
საფეხური 1
გრძლად დაჭერით ქათმის ფილე, წიწაკები და ხახვი. შეწვით ზეითუნის ზეთზე ჯერ ხახვი და ფილე, შემდგომ წიწაკა, ბოლოს კი გახეხილი პომიდორიც.
საფეხური 2
მოათავსეთ ტაფაზე ტორტია. დაადეთ მობრაწული შიგთავსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი. გადმოკეცეთ ტორტიას ნახევარი, გადმოაბრუნეთ და დატოვეთ ტაფაზე ერთი წუთი.
საფეხური 3
შემდგომ, გადაიტანეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 5 წუთით.

სერვირება

მიირთვით არაჟანთან ერთად.