Search
ან
ფერადი პასტა და ხორცის მობრაწული ბურთები
30-60 წუთი
ადვილი
მძიმე
1
201-500 კკალ
ინგრედიენტები
300 300 გრ. საქონლის ფარში
50 50 გრ. საფანელი
1 1 ცალი კვერცხი
1 1 თავი ხახვი
100 100 გრ. გაუდა
100 100 გრ. ზეთი
3 3 ჩაის კოვზი მარილი
400 400 გრ. მაკარონი
200 200 მლ. ნაღები
1 1 ჩაის კოვზი ხმელი ბაზილიკი
70 70 გრ. პარმეზანი
საფეხური 1
საქონლის ფარშში აურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი ყველი, საფანელი, კვერცხი და 1 ჩ/კ მარილი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და პატარა თანაბარი ზომის ბურთებად დაამრგვალეთ. ზეთიან ტაფაზე შეწვით ყველა მხრიდან.
საფეხური 2
პარალელურად დაადგით ქვაბი წყლით, დაუმატეთ 2 ჩ/კ მარილი და აადუღეთ, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ შეფუთვაზე მითითებული დროის განმავლობაში.
საფეხური 3
შემდეგ გადაწურეთ, დააბრუნეთ ქვაბში, დაამატეთ ნაღები და 2 წუთის შემდეგ გადმოიღეთ სასურველ ჭურჭელზე. დაამატეთ მობრაწული ბურთები.

სერვირება

მოაყარეთ ბაზილიკი და გახეხილი პარმეზანი. გემრიელად მიირთვით!