6
6
ცალი
წითელი ბულგარული წიწაკა
200
200
გრ.
კანგაცლილი პომიდორი (კონსერვი)
60
60
გრ.
ნუში
1
1
ცალი
კალმახის ფილე
60
60
მლ.
ზეითუნის ზეთი
40
40
მლ.
თეთრი ბალზამიკო
1
1
კბილი
ნიორი
20
20
გრ.
ოხრახუში ან შაშკვლავი
წითელი დაღერღილი წიწაკა გემოვნებით
ორეგანო გემოვნებით
ლიმონის ცედრა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
ბულგარული წიწაკა გავასუფთაოთ თესლისგან და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთი, ისე, რომ კანი ოდნავ მოებრაწოს და დარბილდეს.
გადმოვიღოთ, ჩავდოთ ჯამში და გადავაკრათ გრინი. გავაჩეროთ შეგრილებამდე.
შეგრილებულს გავაცალოთ კანი და მოვათავსოთ ბლენდერში ნუშთან, ლიმონის ცედრასთან, ზეთთან და ნიორთან ერთად -დავაბლენდეროთ.
პარალელურად, კანგალილი პომიდორი დავჭეჭყოთ და წამოვადუღოთ ქვაბში, ჩავამატოთ ბულგარულის მასა, შევანელოთ სუნელებით და ძმრით. წამოვადუღოთ და გამოვრთოთ.
შევწვათ მარილით და ორეგანოთი შეზავებული თევზი.
სერვირება
სუფრასთან მიტანის წინ, ინდივიდუალურად ჩავაწყოთ ყველა ჯამში ან თეფშში თევზის ფილეები და ამის შემდეგ დავასხათ წვნიანი ისე, რომ თევზი არ დაიფაროს მთლიანად. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი