1
1
კგ.
ღორის ნეკნები
40
40
გრ.
ხმელი კამის სუნელი
100
100
გრ.
კოჭა
350
350
მლ.
ზეთი
1
1
თავი ნიორი
5
5
გრ.
წითელი წიწაკა
Ingredients
Ingredients
სალათის ინგრედიენტები
2
2
კონა სალათის ფოთოლი
1
1
კონა ტარხუნა
8
8
ღერო მწვანე ხახვი
1
1
კონა პიტნა
Pesto sauce
Pesto sauce
პესტოს სოუსის ინგრედიენტები
50
50
გრ.
ფიჭვის კაკალი
150
150
მლ.
ზეითუნის ზეთი
4
4
ნიორი
1
1
კონა შაშკვლავი
1/2
1/2
კონა ოხრახუში
პირველ რიგში, ვამზადებთ მარინადს. გავთალოთ კოჭა და გავფრცქვნათ 5 კბილი ნიორი. დავაბლენდეროთ კამასთან, წიწაკასთან, ზეთთან და მარილთან ერთად. მიღებული მასა წავუსვათ ღორის ნეკნებს და გავაჩეროთ მარინადში დაახლოებით 15 წუთით.
გავაცხელოთ ტაფა და შევწვათ ნეკნები. გაოქროსფერების შემდგომ მოვათავსოთ ღუმელში, 170 გრადუსზე, 10 წუთით.
ყველა მწვანილი ძალიან კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ ცხაურზე. სალათის ფოთლები ხელით დავკუწოთ სასურველ ზომებად. გამოვიყენოთ ტარხუნას და პიტნის ფოთლები. მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ, ეს ყველაფერი მოვათავსოთ დიდ ჯამში.
დავაბლენდეროთ ფიჭვის კაკალი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, ოხრახუშის და შაშკვლავის ფოთლები. დავამატოთ მარილი გემოვნებით.
მოვასხათ სოუსი სალათს და კარგად ამოვურიოთ.
სერვირება
ნეკნები დავასვენოთ დაახლოებით 5-7 წუთი. მივირთვათ სალათთან ერთად.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი