ლობიო და მისი ნაწარმი ძალიან ბევრ თქვენგანს უყვარს. შემოგთავაზებთ ლობიანის განსხვავებულ, არატრადიციულ რეცეპტს.
600
600
გრ.
ფქვილი
1
1
ჩაის კოვზი
საფუარი
1
1
ჩაის კოვზი
შაქარი
1
1
ჩაის კოვზი
მარილი
50
50
გრ.
კარაქი
30
30
მლ.
ზეთი
300
300
გრ.
ლობიო
150
150
გრ.
ლორი
30
30
გრ.
კაპერსი
30
30
გრ.
ქინძი
15
15
გრ.
ნიახური
1/2
1/2
ჩაის კოვზი
ხმელი ქინძი
1/4
1/4
ჩაის კოვზი
ხმელი ქონდარი
ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ წყალი 1/2 და დავადგათ მაღალ ცეცხლზე, რომ ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და ვადუღოთ სანამ არ მოიხარშება. (თუ ლობიოს წინა ღამეს მოათავსებთ წყლიან ჯამში, დილას თასში მხოლოდ ლობიოს გაფუებული მარცვლები დაგხვდებათ და ხარშვას ნაკლებ დროს მოანდომებთ).
ლობიო გადავწუროთ ნახარში წყლისგან და გავაგრილოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ლორი, მწვანილები კაპერსები, სუნელები და ამოვსრისოთ. ბოლოს მარილი გემოვნებით და შიგთავსი მზადაა.
თასში მოვათავსოთ ფქვილი, დავუმატოთ მარილი და გამდნარი კარაქი. ცალკე ჭურშელში საფუარი, შაქარი და თბილი წყალი, რომ აფუვდება დავუმატოთ ფქვილსდა თბილი წყლით მოვზილოთ ცომი. დაველოდოთ აფუებას. ცომი ზევიდან რომ არ გახმეს აფუების დროს, შეგიძლიათ გადააკრათ საკვები ცელოფანი.
როდესაც ცომი ამოფუვდება - გადავზილოთ და დავყოთ პატარა თანაბარ ნაწილებად.
გავაბრტყელოთ თითოეული მათგანი 1 სმ-ზე ნაკლებ სისქეზე და ჩავდოთ 1 ს/კ სავსე გულსართი, მოვახვიოთ, გავაბრტყელოთ და გადავდოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. გამზადებულ ლობიანებს შეგიძლიათ წაუსვათ ათქვეფილი კვერცხი, რზე ან უბრალოდ წყალი. (ეს ზედაპირს უფრო ლამაზ შეფერილობას მისცემს). გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 220 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.
სერვირება
გამომცხვარ ლობაინებს წაუსვით კარაქი (სურვილისამებრ) და გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი