Search
ან
ნადუღის და ისპანახის საწებლები (დიფები)
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
100 100 გრ. ნადუღი
50 50 მლ. ნაღები (დაბალპროცენტიანი)
2 2 კბილი ნიორი
25 25 გრ. ბაზილიკი
10 10 გრ. პიტნა
100 100 გრ. ისპანახი
70 70 გრ. სულგუნი
70 70 მლ. ნაღები
20 20 მლ. არაჟანი
30 30 მლ. ზეითუნის ზეთი
საფეხური 1
დააბლენდერეთ ნადუღი, პიტნა, ბაზილიკი, ნაღები, ერთი კბილი ნიორი და მარილი. მასა უნდა გამოვიდეს არჟანის კონსისტენციის, თუ უფრო სქელია ცოტა ნაღები დაამატეთ. ერთი დიფი მზადა არის.
საფეხური 2
ისპანახი გარეცხეთ, გამოიყენეთ მხოლოდ ფოთლები. უმჯობესი იქნება თუ დაჭრით. სულგუნი გახეხეთ. გაახურეთ ტაფა და მოშუშეთ ისპანახი ერთ კბილ დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.
საფეხური 3
როგორც კი ისპანახი მოიშუშება, დაასხით არაჟანი და ნაღები - არ წამოადუღოთ. გაცხელებისთნავე ჩაყარეთ სულგუნი და გადმოდგით, თუ საჭიროდ ჩათვლით - შეაზავეთ მარილით.

სერვირება

გადაიტანეთ ორივე დიფი ფიალებში და შემოუწყვეთ თხელი, უზეთოდ გამომცხვარი მჭადი ან გახუხული შოთის პური.