Search
ან
რესტო გიდი - სი ჩერტო

იმ ადგილას, სადაც ახლა “სი ჩერტოა”, არსებობდა საჭაშნიკე, რომელიც საქართველოში პირველი და ერთადერთი ღვინის მაღაზია იყო გასული საუკუნის მეორე ნახევარში. კომპანია “ბადაგონს” სურდა სწორედ ამ მემკვიდრეობის ბაზაზე შეექმნა თანამედროვე, მაღალი კლასის ღვინის ბარი და რესტორანი, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალი კუთხით წარმოუდგენდა ღვინის ბარის კულტურას და შესთავაზებდა ქართული ტრადიციული და თანამედროვე სამზარეულოს სინთეზს. “ჩვენ დავუკავშირდით მსოფლიოში ცნობილ იტალიელ დიზაინერთა გუნდს, რათა ჩვენი სათქმელი სრულად ასახულიყო ინტერიერში. შედეგად, შეიქმნა სრულიად ახალი კონცეფციის ღვინის ბარი და რესტორანი თბილისში. სახელი კი, ყველას მოგეხსენებათ კომპანია “ბადაგონის” ცნობილი სლოგანია: “Si Certo, Badagoni!”
“სი ჩერტო” წარმოადგენს ულტრათანამედროვე სარესტორნო სივრცეს, სადაც სტუმარს აქვს შესაძლებლობა, დააგემოვნოს ბადაგონის პრემიუმ კლასის ღვინოები, მიირთვას საავტორო კერძები და ისიამოვნოს მუსიკალური საღამოებით. რესტორნის ყველა დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ სტუმარმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი პრემიუმ კლასის სივრცეში.”- გვიყვება რესტორნის მენეჯერი.

“სი ჩერტოს” სამზარეულოში შევხვდებით როგორც ქართულ ტრადიციულ კერძებს თანამედროვე შტრიხებით, ასევე კულინარიულ საავტორო შედევრებს. თითოეული კერძი შექმნილია ექსკლუზიურად.

შეფ ლევან აბდუშელიშვილს აქვს მრავალწლიანი კულინარიული გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ის უპირატესობას ანიჭებს ქართულ გემოებს და მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ტრადიციულ ქართულ კერძებში კულინარიის თანამედროვე შტრიხების ჰარმონიულად და დახვეწილად შეტანა, რის შედეგადაც მიიღწევა სინთეზური გემოების კულმინაცია.
 
“სი ჩერტო” სულ რამდენიმე თვეა აქტიურად ფუნქციონირებს. ჩვენი უახლოესი მომავლის ხედვა და გეგმები უკავშირდება იმას, რომ “სი ჩერტო” გახდეს გურმანების, ღვინის მოყვარულებისა და გემოვნებიანი მუსიკის მსმენელთა თავშეყრის ყველაზე საყვარელი და შეუცვლელი ადგილი თბილისში.”