ეგნოგი რძის, შაქრის, ნაღების და კვერცხის გულისგან დამზადებული სასმელია, ხშირად უმატებენ ალკოჰოლსაც (რომს, ბურბონს, ბრენდის ან ვისკის) სურვილისამებრ. მსუყე, კრემისებრი ეგნოგი დესერტსა და კოქტეილს შორისაა, სანელებლები (დარიჩინი და მუსკატი) კი ნამდვილ სადღესასწაულო სასმელად აქცევს. მე-18-ე საუკუნიდან ეგნოგი ამერიკელების ფავორიტ სადღესასწაულო სასმელად იქცევა, ცნობილია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ვიზიტორებს ეგნოგით უმასპინძლდებოდა. ამერიკის კონტინენტზე გავრცელებამდე კი ბრიტანეთში რძის, ნაღების და კვერცხის ბაზაზე დამზადებული კოქტეილი მხოლოდ არისტოკრატების და შეძლებული ბრიტანელებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ეგნოგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ქვაბით შემოდგით ცეცხლზე რძე, დარიჩინი, გახეხილი მუსკატის კაკალი და ვანილი (თუ იყენებთ), მიიყვანეთ ადუღებამდე.
პარალელურად ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი ხელის სათქვეფით, მასა უნდა გაღიავდეს. ადუღებული რძე დაასხით კვერცხის და შაქრის მასას, კარგად გადაურიეთ და დააბრუნეთ ქვაბში, ურიეთ განუწყვეტლივ ხელის სათქვეფით, დაბალ ცეცხლზე. მასა უნდა მივიდეს ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოასხით სუფთა ჭურჭელში და დაუმატეთ ნაღები, ამოურიეთ და ბოლოს ალკოჰოლი.
სერვირებისთვის გაანაწილეთ ჭიქებში და მოაყარეთ დარიჩინი, შეგიძლიათ მოასხათ ათქვეფილი ნაღებიც. მიირთვით გაგრილებული.
ეგნოგი მაცივარში ინახება 4 დღემდე, თუ ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში ასხია.