სეზამი გახლავთ კალციუმის შეუდარებელი წყარო. 100 გრ. სეზამი შეიცავს სუფთა 1 გრამ ადვილად ათვისებად კალციუმს. მისი მიღება რეკომენდირებულია დაფქვილ მდგომარეობაში. ამიტომ გიზიარებთ ძალიან სასარგებლო რეცეპტს.
თქვენ დაგჭირდებათ:
100 გრ. სეზამის მარცვალი
50 გრ. ფინიკი
20 გრ. პიტნა
15 გრ. ჩია
50 გრ. რძე
100 გრ. სუფთა წყალი.
30 გრ. ნიგოზი
30 გრ. კენკრა
ჩიას მარცვალი დავტოვოთ თბილ რძეში 2 საათით.
ფინიკი გაათავისუფლეთ კურკისგან და მოათავსეთ ბლენდერში. მოაყარეთ სეზამის მარცვალი, კენკრა და ნიგოზი, ასევე მოაყარეთ პიტნის ფოთლები, მოასხით წყალი და რძე ჩიასთან ერთად. ათქვიფეთ ყველაფერი ერთად 1 წუთის განმავლობაში. მიირთვით საუზმესთან ერთად.