წვრილად დავკეპოთ ხახვი, მწვანილი და ნიორი, დავამატოთ საქონლისა ღორის ფარში, მოვაყაროთ აჯიკა და ბროწეულის მარცვლები, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და კარგად ამოვურიოთ. მიღებული მასით გავაკეთოთ მცირე ზომის კატლეტები. ბადე ქონი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და გავახვიოთ მასში კატლეტები. ცხელ ტაფაზე დავასხათ მზესუმზირის ზეთი, დავაწყოთ მასზე მიღებული კატლეტები და შევწვათ ორივე მხრიდან ნელ ცეცხლზე.15 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება. სუფრასთან მიტანისას კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და კოწახური.