Search
ან
გოზინაყი
გოზინაყი
საფეხური 1 წვრილად დავჭრათ ნიგოზი, დავყაროთ ტაფაზე და მოვხალოთ დაბალ ცეცხლზე.
საფეხური 2 მეორე ტაფაზე დავასხათ თაფლი, მოვურიოთ და გავაცხელოთ.
საფეხური 3 მოხალული ნიგოზი გადავიტანოთ საწურზე და დავფერთხოთ.
საფეხური 4 ჩავყაროთ ნიგოზი თაფლში და მოვურიოთ.
საფეხური 5 როდესაც თაფლი დაიწყებს ადუღებას - გადმოვდგათ.
საფეხური 6 სამზარეულოს მაგიდაზე დავაფინოთ ქაღალდი.
საფეხური 7 მივაშხუროთ წყალი, გადმოვიტანოთ გოზინაყი და გადავატაროთ საბრტყელებელი.
საფეხური 8 გოზინაყი 0,7 სმ.-ის სისქის უნდა იყოს.
საფეხური 9 დაფა დავასველოთ და გადავიტანოთ გოზინაყი. ფრთხილად მოვაშოროთ ქაღალდი.
საფეხური 10 დავჭრათ გოზინაყი სველი დანით, რომბის ფორმის ულუფებად. გავაცივოთ.
ინგრედიენტები
2 2 ჭიქა გარჩეული ნიგოზი
1 1 ჭიქა თაფლი

მსგავსი რეცეპტები