გავაკეთოთ მკვრივი ცომი მხოლოდ ფქვილისა და წყლისაგან, დაახლოებით ხინკლის ცომის კონსისტენციის მქონე. ნახევარი ცომი გავაბრტყელოთ 1-2 მმ. სისქეზე და დავჭრათ 2მმ. X 3სმ. ზომის ნაჭრებად. ცომის მეორე ნახევარი დავჭრათ 4მმ. X 4მმ. კუბებად და შევწვათ ერბოში გაოქროსფრებამდე. ცომის წვრილი, გრძელი ნაჭრები მოვხარშოთ წყალში, წყალი არ გადავასხათ. პარალელურად, წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ერბოში. მოთუშული ხახვი შევურიოთ მოხარშულ ცომს, დავამატოთ მობრაწული ცომის კუბები და ბოლოში დავამატოთ შრატის ყველი (დო), რომელსაც გახსნით ნახარშ თბილ წყალში და შემდეგ ისე შეურევთ ძირითად მასას.