Search
ან
კირკვალი ლობიო - გურია
კირკვალი ლობიო - გურია
60+ წუთი
მძიმე
2
201-500 კკალ

ლობიო წყალში დავალბოთ, წინა დღით, წყალი ორჯერ გადავუღვაროთ. შემდეგ მოვხარშოთ და ხარშვის დროსაც 2 ჯერ გადავღვაროთ წყალი. 500გ მოხარშული ლობიო გადავწუროთ და გავაგრილოთ. ცალკე შევზილოთ 250გ გადატარებული  ნიგოზი, 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, ½ ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი, ½ კოვზი ყვითელი ყვავილი, ცხარე დაღერღილი წიწაკა გემოვნებით და მარილი გემოვნებით. ცალკე სანაყში დავნაყოთ 3-4ღერო ოხრახუში და 2 კბილი ნიორი, შემდეგ შევურიოთ ნიგვზიან მასას, და ერთად შევზილოთ ლობიოს. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

ინგრედიენტები
500 500 გრ. ლობიო ბათუმურა
250 250 გრ. ნიგოზი
50 50 გრ. ქინძი
30 30 გრ. ქონდარი
30 30 გრ. ყვითელი ყვავილი
2 2 გრ. წიწაკა
30 30 გრ. ნიორი
100 100 გრ. ხახვი
50 50 გრ. ოხრახუში

მსგავსი რეცეპტები