დავჭრათ ხახვი და მწვანილი. ქვაბის ძირზე მოვაწყოთ ხახვის ფენა, ზემოდან ხორცის ფენა, შემდეგ მწვანილის ფენა. დავამატოთ მწიკვი მარილი და შავი წიწაკა. შემდეგ დავაფინოთ ისევ ხორცის და მწვანილის ფენა. ბოლო ფენად მოვაწყოთ ხახვი. ზემოდან დავალაგოთ ტყემალი, მწარე წითელი წიწაკა და ნიორი. დავასხათ თეთრი ღვინო და დავამატოთ წიწაკა. 90 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება და გადმოვდგათ ცეცხლიდან