Search
Or
გოზინაყი
გოზინაყი
step 1 წვრილად დავჭრათ ნიგოზი, დავყაროთ ტაფაზე და მოვხალოთ დაბალ ცეცხლზე.
step 2 მეორე ტაფაზე დავასხათ თაფლი, მოვურიოთ და გავაცხელოთ.
step 3 მოხალული ნიგოზი გადავიტანოთ საწურზე და დავფერთხოთ.
step 4 ჩავყაროთ ნიგოზი თაფლში და მოვურიოთ.
step 5 როდესაც თაფლი დაიწყებს ადუღებას - გადმოვდგათ.
step 6 სამზარეულოს მაგიდაზე დავაფინოთ ქაღალდი.
step 7 მივაშხუროთ წყალი, გადმოვიტანოთ გოზინაყი და გადავატაროთ საბრტყელებელი.
step 8 გოზინაყი 0,7 სმ.-ის სისქის უნდა იყოს.
step 9 დაფა დავასველოთ და გადავიტანოთ გოზინაყი. ფრთხილად მოვაშოროთ ქაღალდი.
step 10 დავჭრათ გოზინაყი სველი დანით, რომბის ფორმის ულუფებად. გავაცივოთ.
ingredients
2 2 ჭიქა გარჩეული ნიგოზი
1 1 ჭიქა თაფლი

Similar Recipes