Search
Or
ნიგვზიანი ბადრიჯანი
ნიგვზიანი ბადრიჯანი
step 1 გავთალოთ ბადრიჯანი და დავჭრათ 4-5 გრძელ ნაჭრებად. ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავაწყოთ ბადრიჯანი და შევწვათ ორივე მხრიდან.
step 2 დავაყაროთ მარილი, გადმოვიღოთ ტაფიდან და დავალაგოთ სამზარეულო ქაღალდზე. სანამ ბადრიჯანი გაცივდება, ქაღალდი შეიწოვს ზედმეტ ცხიმს. ისევ დავაყაროთ მარილი. 
step 3 წვრილად დავჭრათ ქინძი და გავატაროთ ნიგოზთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში. დავნაყოთ წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანა, მარილი და ხმელი ქინძი, დავამატოთ ნიორი და გავაგრძელოთ ნაყვა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
step 4 მასა შევურიოთ გატარებულ ნიგოზსა და ქინძს, დავამატოთ ძმარი და წყალი, ვურიოთ არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე, დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები და ფრთხილად ამოვურიოთ.
step 5 მიღებული მასა გადავუსვათ ბადრიჯანს და გადავახვიოთ რულეტივით. სუფრასთან მიტანის წინ გასაფორმებლად მოვაყაროთ ბროწეული
step 6 გემრიელად მიირთვით
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი
2
201-500 Kcal

გავთალოთ ბადრიჯანი და დავჭრათ 4-5 გრძელ ნაჭრებად. ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავაწყოთ ბადრიჯანი და შევწვათ ორივე მხრიდან. დავაყაროთ მარილი, გადმოვიღოთ ტაფიდან და დავალაგოთ სამზარეულო ქაღალდზე. სანამ ბადრიჯანი გაცივდება, ქაღალდი შეიწოვს ზედმეტ ცხიმს. ისევ დავაყაროთ მარილი. 
წვრილად დავჭრათ ქინძი და გავატაროთ ნიგოზთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში. დავნაყოთ წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანა, მარილი და ხმელი ქინძი, დავამატოთ ნიორი და გავაგრძელოთ ნაყვა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ეს მასა შევურიოთ გატარებულ ნიგოზსა და ქინძს, დავამატოთ ძმარი და წყალი, ვურიოთ არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე, დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები და ფრთხილად ამოვურიოთ. მიღებული მასა გადავუსვათ ბადრიჯანს და გადავახვიოთ რულეტივით. სუფრასთან მიტანის წინ გასაფორმებლად მოვაყაროთ ბროწეული.

ingredients
2 2 ცალი ბადრიჯანი
150 150 გრ. ნიგოზი
1 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
100 100 გრ. ნედლი ქინძი
0,5 0,5 ჩაის კოვზი ზაფრანა
0,5 0,5 ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა
30 30 გრ. ნიორი
30 30 მლ. ღვინის ძმარი
100 100 მლ. წყალი
200 200 გრ. მზესუმზირის ზეთი

Expret Advices