Search
ან
თაშმიჯაბი - სვანური ელარჯი
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
500+ კკალ

არც ისე დიდი ხანია, რაც ამ კერძის შესახებ გავიგე,  ელარჯი ყველამ ვიცით, მაგრამ მისი მომზადება არც მარტივია და ბევრ დროსაც მოითხოვს. თაშმიჯაბი, ანუ სვანური ელარჯი ზუსტად მათთვისაა, ვისაც კარტოფილის პიურეც უყვარს, ელარჯიც და ცხელი წელვადი ყველიც.

ინგრედიენტები
300 300 გრ. წითელი (სვანური) კარტოფილი
250 250 გრ. ჭყინტი ყველი
50 50 გრ. ერბო ან კარაქი
5 5 გრ. სვანური მარილი
150 150 გრ. კიტრი
საფეხური 1
სასურველია, სვანური ელარჯისთვის, კარტოფილიც სვანური იყოს, მოწითალო ფერის კანით, რომელიც უფრო ფხვიერია.
საფეხური 2
მოხარშული კარტოფილი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, ან კარგად ჩაზილეთ, (უკეთესია თუ ცხელს გაფრცქვნით და ჩაზელთ) სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე ან წყალი და ჩაამატეთ კარტოფილი, ხის კოვზით მოურიეთ მანამ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება. კარგად რომ გაცხელდება, ჩააზილეთ ყველი.
საფეხური 3
როგორც კი ყველი დნობასა და გაწელვას დაიწყებს გადმოდგით, შეაზავეთ მარილით და რომელიმე სხვა სასურველი სუნელით (სვანური მარილი ან ქონდარი) მიირთვით ცხელი. (სვანეთში ამ კერძს აუცილებლად ახლად ამოყვანილი, 1 ან 2 დღის ყველით აკეთებენ).

სერვირება

თუ ამ კერძს სახლში ამზადებთ, უკეთესია, თუ მას ქვაბიდან სასწრაფოდ თეფშზე გადაიტანთ და ასევე სწრაფად მიირთმევთ, რომ არ გაცივდეს. თუ ორიგინალურად გინდათ მისი სერვირება, მაშინ შეგიძლიათ ბურთულები გააკეთოთ, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ტემპერატურა დაიკლებს და ყველი ისეთი წელვადი აღარ იქნება, როგორც თავიდან.