Search
ან
სინორი
0 - 30 წუთი
ადვილი
1
500+ კკალ

სინორი ტრადიციული აჭარული კერძია, რომლის სახეცვლილ ვერსიასაც მე შემოგთავაზებთ და მერწმუნეთ, ძალიან კმაყოფილნი დარჩებით, როდესაც გაამზადებთ და მიირთმევთ.

ინგრედიენტები
4 4 მზა ლავაშის თხელი ფირფიტა
700 700 გრ. ნადუღი
200 200 გრ. კარაქი
1 1 კვერცხი
300 300 მლ. ნაღები
200 200 გრ. მდნარი ყველი
2 2 კბილი ნიორი
საფეხური 1
ორი ცალი ლავაში დავდოთ ერმანეთზე, გადავუსვათ კვერცხშერეული ნადუღი და გავასწოროთ ზედაპირი (სურვილისამებრ შეგვიძლია ნადუღს დავუმატოთ გახეხილი ნიორი და მარილი).
საფეხური 2
გადავახვიოთ რულეტის მსგავსად. დავჭრათ 2 სმ სისქის თანაბარ ნაწილებად და მოვათავსოთ საცხობი ფორმის ძირზე. ცალკე, პატარა ზომის ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავალღვოთ კარაქი და დავუმატოთ ნაღები, შემდეგ მდნარი ყველი და ვურიოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ კრემისებურ მასას.
საფეხური 3
ეს სოუსი მოვასხათ ფორმაში ჩაწყობილ ნაჭრებს და შევდგათ წინასწარ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

სერვირება

სუფრასთან მიიტანეთ თბილ მდგომარეობაში, ძალიან პიკანტურ გემოს შესძენთ, თუ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრას მოახეხავთ და ისე მიირთმევთ, სასიამოვნო იქნება წითელ ღვინოსთან ერთადაც.

რჩევები

ნადუღი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხაჭოთი და მდნარი ყველი, ჩვეულებრივით, რომელსაც ღუმელში მოთავსებამდე მოახეხავთ.