მიუხედავად მჭადისა და ღომისა, სიმინდის ფქვილს, არც თუ ისე დიდი გამოყენება აქვს ქართულ კულინარიაში. სიმინდის პური ნაკლებად ცნობილია, მაგრამ სოფელ კურძუში კეთდება სიმინდის ხაჭაპური, რომელიც ძალიან გავს სიმინდის პურს. გაკეთება მარტივია, გემო ძალიან სასიამოვნო.
ეს კერძი მშვენიერია მეგობრების წრეში საცმუცნაოდ.
350
350
გრ.
სიმინდის ფქვილი
200
200
გრ.
ხორბლის ფქვილი
2
2
კვერცხი
130
130
მლ.
რძე
800
800
მლ.
მაწონი
15
15
გრ.
სოდა
250
250
გრ.
სულგუნი
250
250
გრ.
იმერული ყველი
ორივე ფქვილი გაცერით ღრმა ჭურჭელში, ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ ფქვილი.
შემდეგ ნელნელა შეურიეთ მაწონი და რძე, ისე რომ ცომი იყოს დაახლოებით ხაჭაპურის და მჭადის ცომების კონსისტენციის შუალედური. მოზილეთ მინიმუმ 10 წუთი, რაც ხორბლის ფქვილს მისცემს წებოგვარად გააქტიურების უნარს და ცომს ცოტათი წელვადს გახდის. ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.
არც სულგუნი და არც იმერული ყველი არ უნდა იყოს ჭყინტი, რაც შეიძლება მშრალი და მკვრივი. დასრისეთ ორივე ყველი ხელით, პარალელურად კეცს ან ტაფას წაუსვით თხელი ფენა ზეთი, ჩააფინეთ ნახევარი ცომი შიგნით, მოაყარეთ ყველი და ცომის მეორე ნაწილით გადაფარეთ.
მოათავსეთ ღუმელში, 230 გრადუსზე 23 წუთით, მანამ სანამ გარსი არ გახდება მუქი ოქროსფერი. თუ ღუმელი არ გინდათ, მაშინ ტაფაზე, 10 წუთი ერთ მხარეს 10 წუთი მეორე მხარეს.
სერვირება
გამზადებულ კერძს მოაჭრით თავს, დაამტვრევთ ნაწილებად და ჩააწობთ ყველიან გულში.
გემრიელად მიირთვით.
არ დაგავიწყდეთ, მძიმე საკვების შემდეგ - ბორჯომი!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი