Search
ან
Margarita de Sevres
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
1
201-500 კკალ

ეს კერძი  მინდა, ნიკალას (ნიკო ფიროსმანს) მივუძღვნა. კერძის ფოტოც და ფერებიც ფიროსმანის სტილშია. გადავწყვიტე, რომ კერძს ქათამი ყურძენში ანუ "მარგარიტა დე შევრეს" დავარქვა.

რა გჭირდება:

  • დიდი  სქელძირიანი თუჯის ტაფა
  • კარგი დანა
  • საჭრელი დაფა
ინგრედიენტები
1/2 1/2 მოზრდილი ქათამი
500 500 გრ. მწვანე და შავი მწიფე ყურძნის მარცვლები
1 1 კბილი ნიორი
1 1 ლიმონი
10 10 გრ. პიტნა
1 1 მწიკვი წითელი წიწაკა
1 1 მწიკვი მარილი
საფეხური 1
ღუმელი გაახურე 250 გრადუსზე. ქათამი კარგად გარეცხე. ტაფა გაახურე მაღალ ცეცხლზე. ჩადე კარაქი. ქათამი ისე ჩადე ტაფაში , რომ კანის მხარე ზემოთ იყოს კარგად დაბრაწე 3-5 წუთის განმავლობაში ამოატრიალე ქათამი, რათა კანის მხრიდანაც დაიბრაწოს ასევე 3-5 წთ. თუ ქათმის კანმა ოქროსფერი შეფერილობა მიიღო გადმოდგი ტაფა ცეცხლიდან. ამოიღე ქათამი ცალკე თეფშზე და შეინახე შემდეგი ეტაპამდე.
საფეხური 2
ტაფა დააბრუნე ცეცხლზე და დაუწიე ცეცხლს საშუალო სიმძლავრეზე. მწვანე ყურძნის მარცვლები ჩაყარე ტაფაში. ცოტა დაჭყლიტე. დაამატე მარილი და წიწაკა. დააყოვნე წამოდუღებამდე.
საფეხური 3
დანით დაჭყლიტე და დააქუცმაცე ნიორი ტაფაში დააბრუნე ქათამი ისე, რომ კანის მხარე ზემოთი იყოს დაამატე დანარჩენი ყურძენი და ნიორიც დაუწიე ცეცხლს საშუალოზე დაბლა ტაფას დაახურე თავსახური. ასე ითუხთუხოს დაახლოებით 10 წთ. გადმოდგი ცეცხლიდან მოხსენი თავსახური და შედგი გახურებულ ღუმელში კიდევ 8-10 წთ.-ით

სერვირება

გამოიღე ღუმელიდან დააყარე პიტნის ქორფა ფოთლები