Search
ან
ნუშის ტარტი ფელამუშით
60+ წუთი
რთული
მძიმე
500+ კკალ

ფელამუში ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ტკბილეულია, მაგრამ ამ სახით ფელამუშის გამოყენება სიახლეა. წარმოგიდგენთ ნუშის ტარტს ფელამუშით. 

ინგრედიენტები
1 1 ლიტრი ბადაგი შავი
450 450 გრ. ფქვილი
150 150 გრ. კარაქი
95 95 გრ. შაქრის პუდრა
3 3 გრ. მარილი
30 30 გრ. ნუში დაფქვილი
4 4 კვერცხი
300 300 გრ. შაქარი
1 1 ფორთოხალი
4 4 დარიჩინის ჩხირი
1 1 ვანილის ჩხირი
1 1 მუსკატის კაკალი
4 4 მიხაკი
1 1 ჩურჩხელა
100 100 გრ. ფსტა
100 100 გრ. ყურძენი
100 100 გრ. ნიგოზი
საფეხური 1
ავურიოთ ფქვილი 500 მლ. ყურძნის წვენში. წვენის მეორე ნახევარი დავდგათ ცეცხლზე სანელებლებთან და ფორთოხლის ცედრასთან ერთად. წამოვადუღოთ. ამოვიღოთ ცედრა, ვანილის ჩხირი და დანარჩენი სანელებლები. დავუმატოთ ფქვილიანი მასა და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ჩავასხათ სილიკონის ნახევარსფეროს ფორმებში . ფორმებში მოთავსებულ ფელამუშში ღრმად ჩავდოთ 2-3 ცალი ყურძენი. რამდენიმე საათით გავაჩეროთ გასაცივებლად.
საფეხური 2
ფხვიერი ცომი: 250 გრ ფქვილი 150 გრ. ნაღების კარაქი 95 გრ. შაქრის პუდრა 3 გრ მარილი 30 გრ. დაფქვილი ნუში 60 გრ. კვერცხი ჩვეულებრივად მოვზილოთ ფხვიერი ცომი. დავამატოთ მშრალი ინგრედიენტები, ცივი დაჭრილი კარაქი და დავაქუცმაცოთ კომბაინში, დანით ან ხელით. დავამატოთ კვერცხი და  მოვზილოთ ცომი. შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ საცხობი ქაღალდის 2 ფენაში. გავაცივოთ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში.
საფეხური 3
გავაბრტყელეთ ცომი დაახლოებით 2 მმ.-ის სისქეზე და მოვათავსოთ საცხობ ყალიბში. ღუმელი გავაცხელოთ 150 გრადუსამდე, შევდგათ ტარტის ცომი და ნახევრად გამოვაცხოთ.

სერვირება

როდესაც ტარტი და ფელამუში გაცივდება და გამაგრდება, ფელამუშის ნახევარსფეროები გადმოვიღოთ ტარტის რგოლებზე. ფელამუშს გადავუსვათ ნეიტრალური გლაზური და მოვაყაროთ ნიგოზი. გავაფორმოთ ჩურჩხელებით ან სურვილისამებრ.