კიდევ უფრო გაილამაზეთ დღესასწაული ამ უგემრიელესი კექსით.
200
200
გრ.
კარაქი
4
4
ცალი
კვერცხი
150
150
გრ.
ყავისფერი შაქარი
300
300
გრ.
ფქვილი
250
250
გრ.
შავი რომი
5
5
გრ.
გამაფხვიერებელი
200
200
გრ.
ქიშმიში
100
100
გრ.
დაშაქრული ალუბალი
200
200
გრ.
ცუკატების ასორტი
გარეცხეთ ქიშმიში, ჩაყარეთ ღრმა ჯამში, დაასხით 150 მლ. რომი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსამდე.
ათქვიფეთ კარაქი და ყავისფერი შაქარი 5 წუთის განმავლობაში, სათითაოდ დაამატეთ კვერცხი და თქვიფეთ კიდევ 2 წუთი.
გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი დაამატეთ ცომში და კარგად ამოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ქიშმიში გადმოიღეთ საწურზე. ცომს დაამატეთ ყველა ჩირი. აურიეთ ნიჩბით ქვემოდან ზემოთ, მსუბუქად ამოსწიეთ ცომი და გადმოიტანეთ ფორმაში.
თუ სილიკონის ფორმაა, რაიმეს მოყრა ან ცხიმის წასმა არ არის საჭირო. მაგრამ, თუ მინის ან მეტალის ფორმაა, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.
ღუმელში ტემპერატურა დაიყვანეთ 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კექსი 1 საათისა და 10 წუთის განმავლობაში. თუ შეამჩნევთ, რომ ზედაპირი ზედმეტად დაიბრაწა, დააფარეთ ფოლგა. ღუმელიდან გამოიღეთ გამომცხვარი კექსი, დატოვეთ 5 წუთით, გადმოიღეთ ცხაურაზე და დანამეთ დარჩენილი რომით. გააცივეთ.
სერვირება
გაცივებული კექსი მორთეთ შაქრის პუდრით და ალუბლით.
კექსი შეახვიეთ საკვებ პარკში ან შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში 4 დღის განმავლობაში.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი