Search
ან
კუჭმაჭის ტაკო
30-60 წუთი
საშუალო

 ჟან შიპაქციანის რეცეპტი, სასტუმრო “გრინ ვუდი” რესტორანი “ლოვატი”, მწვანე კონცხი.

ინგრედიენტები
200 200 გრ. ქათმის კუჭი
25 25 მლ. მზესუმზირას ზეთი
1 1 გრ. მშრალი აჯიკა
1.5 1.5 გრ. სვანური მარილი
1 1 გრ. ხმელი ქინძი
1 1 გრ. შავი პილპილი
20 20 გრ. კარაქი
30 30 გრ. ხახვი
30 30 გრ. წითელი ბულგარული
30 30 გრ. მწვანე ბულგარული
3 3 ცალი ტორტიას პური ან ლავაში
40 40 გრ. ყველი ჩედარი
10 10 გრ. ბროწეული
35 35 გრ. ნიგვზის პასტა
Рецепт Рецепт პასტის რეცეპტი:
500 500 გრ. ნიგოზი
6 6 გრ. მშრალი აჯიკა
13 13 გრ. ხმელი ქინძი
6 6 გრ. მარილი
10 10 გრ. უცხო სუნელი
4 4 გრ. მუსკატი
42 42 გრ. სვანური მარილი
5 5 გრ. შავი წიწაკა
74 74 გრ. ძმარი
60 60 გრ. ნიორი
2 2 გრ. დაღერღილი წიწაკა
46 46 გრ. ქინძი
420 420 მლ. წყალი
220 220 გრ. ხახვი
75 75 მლ. მზესუმზირას ზეთი
საფეხური 1
პირველ რიგში კუჭმაჭი უნდა დავამუშაოთ და მოვხარშოთ.
საფეხური 2
შემდეგ დავჭრათ ჩვენთვის სასურველ ზომაზე.
საფეხური 3
მოვშუშავთ ტაფაზე სუნელებთან და ბოსტნეულთან ერთად. 
საფეხური 4
ამოვჭრით 3 ცალ ტორტიას პურს სასურველ ზომაზე, ერთში ჩავდებთ ყველს და გამზადებულ კუჭმაჭს, მეორეში მხოლოდ კუჭმაჭს ბოსტნეულით, მესამეში ნიგვზის პასტას, ოდნავ შევწვავთ ორივე მხრიდან. გავაფორმებთ ოხრახუშის ფოთლებით და ბროწეულის მარცვლებით.
საფეხური 5
ნიგვზის პასტის  მოსამზადებლად ხახვს მოვშუშავთ ზეთში დაბალ ცეცხლზე, სანამ არ შეწითლდება, შემდეგ ყველა ინგრედიენტს მოვათავსებთ ბლენდერში და დავაბლენდერებთ, სანამ მასა არ გახდება ერთიანი.
საფეხური 6
მომზადებული მასიდან ავიღებთ 40 გრამ ნიგვზის პასტას კუჭმაჭისთვის. ნიგვზის პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში და ცხელ კერძებში, მაცივარში ინახება 4 დღემდე.

სერვირება

გემრიელად მიირთვით !