Search
ან
მომწვარი ბადრიჯანი ქინძის ზეთით და ნივრიანი მაწვნით
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
500+ კკალ

მე ვარ იანა კუცი, წარმოშობით კიევიდან, უკრაინიდან.
იმის მიუხედავად, რომ მზარეულის ოჯახში დავიბადე, ჩემი გზა კულინარიის სამყაროში მოგზაურობამდე 30 წელი გაგრძელდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი დიდი მონდომებით შევისწავლიდი მთელი მსოფლიოს კულინარიის ისტორიას, მაგრამ როგორც ამბობენ,  “გენები არ იკარგება".
ჩემი ბავშვობა სხვებივით მხიარული იყო, გავიზარდე სპორტულ ატმოსფეროში, რადგან მამაჩემი ველოსპორტის ჩემპიონი და ოსტატია. თავიდან მამაჩემის გზას გავყევი,  მთელ შაბათ-კვირას კორტებზე, ჩოგბურთის თამაშში, ველოსიპედებსა და ველურ ლაშქრობებში ვატარებდი. მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში კი ფრენბურთით პროფესიონალურად  ვიყავი დაკავებული, ვსწავლობდი მუსიკას, ზეთით ხატვას და საცირკო ხელოვნებასაც კი. 
მოკლედ, ჩემს მიზანს ვეძებდი, რამაც ჩემი მშობლებისთვის ძალიან გასაოცარ არჩევანამდე მიმიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს) კრიმინალისტის სპეციალობაზე. ყველას აინტერესებს რა იმალება უდარდელი ცხოვრების მეორე მხარეს. შედეგად ვისწავლე, მივიღე გამოცდილება და გადავწყვიტე მიმეტოვებინა პროფესიული საქმიანობა. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა კრიმინალისტიდან კიევის იმ დროისთვის საუკეთესო ღამის კლუბის, Sound Planet-ის სამხატვრო დირექტორობამდე. სწორედ აქ დაიწყო ჩემი გიჟური სამსახური, რომელიც 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა მუდმივი ტურნეებით, ფრენებით, კონცერტებით, ფესტივალებით და მუსიკის სამყაროსთან ურთიერთობით. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება.
 
მთელი ჩემი მოგზაურობის განმავლობაში, დავაგემოვნე უამრავი სხვადასხვა კერძი და მოვისმინე ისტორიები გარკვეული პროდუქტების და კერძების წარმოშობის შესახებ და წლების გასვლასთან ერთად, კულინარიისადმი ჩემი ინტერესიც იზრდებოდა. როგორც მახსოვს, როდესაც პირველად წავიკითხე ნიკოლ კელბის წიგნი დიდი შეფ-მზარეულის, ოგიუსტ ესკოფიეს ცხოვრებაზე, იმავე წელს გადავწყვიტე უფრო კონკრეტულად შემესწავლა კულინარიის სამყარო. ჩავალაგე ჩანთები, ჩავაბარე იტალიაში Cordon Bleu-ს სკოლაში და აღმოვაჩინე კულინარიული ქიმიის მშვენიერი სამყარო. ეს იყო ისტორიაში, ექსპერიმენტებში, ნამცხვრებსა და სოუსებში ჩაძირვის საოცარი თვეები. როგორც ჩანს, ამ პერიოდმა ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა. კიევში დაბრუნებისთანავე შემომთავაზეს დინამო ლუქსის კომპლექსში შეფ-მზარეულად მუშაობა, სადაც ფატობრივად მომავალი მეუღლე, გიორგი, გავიცანი. ეს კი არის მიზეზი, თუ რატომ გადმოვედი საქართველოში!

საქართველოში შეფ-მზარეულად ვმუშაობდი რესტორან Neocca-სა და Leuville-ში, ასევე გავხდი ქართული კულინარიული შოუს, მასტერშეფის ფინალისტი. ამ ეტაპზე ვარ Oh My Cookness-ის,  ბიო ორგანული პროდუქტების მაღაზიის მფლობელი ბათუმში, სადაც მე და მამაჩემმა თითოეული თარო საკუთარი ხელით გავაკეთეთ. ყველაფერი კი ჯერ წინ არის ! საბოლოოდ, ჩემმა გადაწყვეტილებამ, შემესწავლა კულინარიული სამყარო, განსაზღვრა ჩემი აწმყო და მომავალი !

ინგრედიენტები
ლაბნეს ინგრედიენტები:
150 150 გრ. გაწურული მაწონი
1 1 თავი ნიორი
1 1 სუფრის კოვზი ტაჰინი
ქინძის ზეთი:
20 20 გრ. ქინძის ფოთლები
80 80 მლ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
2 2 კბილი ნიორი
კერძის დასასრულებლად:
2 2 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი
2 2 სუფრის კოვზი ბროწეულის მაშარაბი
20 20 გრ. ფსტა, მსხვილად დაჭრილი
1/4 1/4 ბროწეულის მარცვალი
საფეხური 1
ლაბნეს მოსამზადებლად ნივრის თავი გადაჭერით, მოაყარეთ მარილი, ცოტა ზეთი, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 35 წუთი. გააგრილეთ გამოყენებამდე.
საფეხური 2
გამომცხვარი ნიორი ინახება მაცივარში, შეგიძლიათ მეტიც მოამზადოთ, სურვილისამებრ.
საფეხური 3
ჯამში მოათავსეთ გამომცხვარი ნიორი, ტაჰინი, გაწურული მაწონი და მწიკვი მარილი, მოირიეთ ჩანგლით, ვიდრე ნიორი არ ჩადნება. ქინძის ზეთისთვის ბლენდერში დაატრიალეთ ყველა ინგრედიენტი, გადაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდზე.
საფეხური 4
ბადრიჯნის შესაწვავად, პირდაპირ მოათავსეთ ანთებულ გაზქურაზე და ყველა მხრიდან მოწვით, ვიდრე არ მოიბრაწება კანი, ატრიალეთ მაშებით. შეფუთეთ ჰერმეტულად და დაელოდეთ გაგრილებას, შემდეგ გააცალეთ კანი.
საფეხური 5
კერძის ასაწყობად, ლაბნე მოათავსეთ სერვირებისთვის განკუთვნილ თეფშზე, გადაანაწილეთ კოვზით, დადეთ გაფცქვნილი ბადრიჯანი, მოასხით ბროწეულის მაშარაბი, ქინძის ზეთი, მოაყარეთ მარილი, ბროწეულის მარცვლები, ფსტა და ქინძის ფოთლები.

სერვირება

მიირთვით როგორც საწყისი კერძი 4 პერსონაზე, გახუხულ თხელ ლავაშებთან ერთად, ან ყავისფერ ბრინჯთან და შემწვარ ჰალუმისთან ერთად, როგორც მთავარი კერძი 2 პერსონაზე.

თეგები