მე ვარ ჯოზი, 25 წლის, შეფ-მზარეული, თუმცა ყველაფერი წინ არის, სულ რაღაც 7 წელია ამ სფეროში ვარ, დავიწყე ნულიდან და შეფობამდე გავიარე აბსოლუტურად ყველა საფეხური. წინ კიდევ ბევრი რამე მაქვს სასწავლი და მუდმივად ვაგრძელებ ამაზე მუშაობას. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, სამზარეულო ჩემი სახლია, აქ მუშაობა ჩემი კომფორტის ზონაა, საათებს არ ვითვლი, დასვენების დღეები არ მაქვს, სულ მინდა სამზარეულოში ყოფნა.
ყოველი წუთი და წამი მინდა იყოს ჩემი კარიერის განვითარების მომენტები, წინ კიდევ ბევრი სიახლე მელოდება, ამაში დარწმუნებული ვარ.
ცომი:
500
500
გრ.
ფქვილი
100
100
გრ.
არაჟანი
50
50
გრ.
წყალი
2
2
გრ.
მარილი
შიგთავსი:
100
100
გრ.
ცხვრის ხორცი
300
300
გრ.
საქონლის ხორცი
100
100
გრ.
თეთრი ხახვი
4
4
გრ.
ძირა
2
2
გრ.
დაღერღილი წიწაკა
4
4
გრ.
მარილი
250
250
გრ.
წყალი
10
10
გრ.
ნიორი
ნადუღის სოუსი:
100
100
გრ.
ნადუღი
50
50
გრ.
არაჟანი
10
10
გრ.
პიტნა
1
1
გრ.
მარილი
ცომის ინგრედიენტები მოვათავსოთ ერთად და კარგად მოვზილოთ ცომი, უნდა იყოს ხინკლისთვის დამახასიათებელი სიმაგრის.
პირველი მოზელის მერე, 1 საათში გადავზილოთ და ცომი მზად არის.
გადავიდეთ შიგთავსზე, ხორცები დაიკეპოს აუცილებლად, რაც ხდის ფშავურ ხასიათს, ჩავაჭრათ წვრილად ხახვი, შევურიოთ სანელებლები და დავამატოთ ნელთბილი წყალი, რომ ხორცი ფაფუკი გახდეს, გავსინჯოთ გემოზე და შიგთავსიც მზად არის.
სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს.
შემდგომ უკვე გადახვალთ გირცების შეხვევაზე
შეხვეულ გირცებს გამოაცხობთ 170 გრადუსზე 13-15 წუთის განმავლობაში.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი