გლინტვეინი და მსხალი:
გათალეთ მსხალი. ყუნწი დაუტოვეთ, ძალიან ფრთხილად გამოაცალეთ კურკები ბოლოდან.
მოამზადეთ ღვინო, სანელებლებით და ციტრუსებით.
გააცხელეთ ქვაბში შაქრიანი ღვინო, დაამატეთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენი, გახეხილი ცედრა და სანელებლები. არ აადუღოთ.
გადმოიღეთ ცეცხლიდან და ჩადეთ მასში მსხალი. პერგამენტის ქაღალდისგან გამოჭერით ქვაბის დიამეტრის ზომის წრე. დააფინეთ გლინტვეინის ზედაპირზე, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ 3 დღის განმავლობაში.
მსხლები დღეში რამდენჯერმე გადაააბრუნეთ, რომ ყველა მხრიდან გაიჟღინთოს. იმ შემთხვევაში თუ მსხელებ მაგარია, გააცხელეთ გლინტვეინი მსხლებთან ერთად და გაიმეორეთ ეს პროცედურა სამი დღის განმავლობაში.