Search
ან
ხაჭოს ბაჭიები
60+ წუთი
რთული
500+ კკალ

მე ვარ ანი ხომასურიძე, საერთაშორისო საექსპედიტორო კომპანიის კომერციული
ხელმძღვანელი, თუმცა ჩემს ღრმა შინაგან სამყაროში მაინც კონდიტერი ცხოვრობს :)
სიახლეებისადმი მარტივად ადაპტირებადი ვარ და მუდმივად ვცდილობ საკუთარი თავის განვითარებას.
ვფიქრობ, როდესაც ადამიანი კომფორტის ზონაში ექცევა და ყოველდღიურობა რუტინა ხდება, სწორედ მაშინ არის ცვლილებების დრო! ჩვენთვის გარდამტეხი ცვლილება უკავშირდება 2020 წლის ბოლოს, როდესაც პანდემიის პერიოდში საფუძველი ჩავუყარეთ ოჯახურ საქმიანობას და შევქმენით დისტანციური პლატფორმა - ბეიქერ ლენდი, მარტივად აღქმადი და მომხმარებელზე
მორგებული ონლაინ სივრცე, სადაც შესაძლებელია ყველა საჭირო ინვენტარისა თუ
ინგრედიენტის შერჩევა, რაც თქვენს საკონდიტრო საქმიანობაში ხელს შეგიწყობთ. ერთხელ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გვითხრა ასეთი რამ „მადლობა, რომ მომხმარებლის თვალით აფასებთ პროცესებს“ , რაც მართლაც ასეა, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ცდილობს ის ჯაჭვური პროცესი, რას იწყება მომხმარებელთან კომუნიკაციით და სრულდება შეკვეთის ჩაბარებით, იყოს უწყვეტი, ოპერატიული და ხარისხზე ორიენტირებული.
ამის შემდეგ ოდნავ გავთამამდი და შევქმენი საკონდიტრო ბლოგი annys_amazing_pastry, რომელსაც სამწუხაროდ დროის დიდ რესურსს ვერ ვუთმობ, თუმცა წინ დიდი გეგმები გვაქვს და იმედია, რაზეც თავდაუზოგავად ვმუშაობთ, მომხმარებლებს მალე ვუმასპინძლებთ ჩვენს ზღაპრულ სივრცეში.
 

ინგრედიენტები
ხაჭოს მასა:
300 300 გრ. ხაჭო 9%
80 80 გრ. დარბილებული კარაქი 82%
100 100 გრ. მოხარშული შესქელებული რძე (შესაძლებელია ჩანაცვლება მოუხარშავით)
110 110 გრ. თეთრი შოკოლადი
100 100 გრ. ნაღები 36%
მიხაკი/ილი/მუსკატი
კარამელიზებული ნიგვზის ძირი:
100 100 გრ. ნიგოზი
20 20 გრ. თაფლი
30 30 გრ. შაქარი
ნუშის ფხვიერი საბლე:
45 45 გრ. ნაღების კარაქი 82%
100 100 გრ. ფქვილი
25 25 გრ. შაქრის პუდრი
20 20 გრ. ნუშის ფქვილი
20 20 გრ. ათქვეფილი კვერცხი
საფეხური 1
ხაჭოს მასის მოსამზადებლად: 1. ხაჭოს ვაბლენდერებთ კრემისებრი მასის მიღებამდე: 2. რბილ კარაქს კარგად ვთქვეფთ და ვუმატებთ შესქელებულ რძეს, ვაგრძელებთ თქვეფას ერთგვაროვანი სტრუქტურის მიღებამდე.
საფეხური 2
3. ზემოთაღნიშნულ მასას ვუმატებთ ხაჭოს და ვაერთიანებთ. 4. ნაღებს კარგად ვაცხელებთ, ვუმატებთ სანელებლებს და შემდეგ ვწურავთ შოკოლადში, კარგად ვაერთიანებთ ხელის ბლენდერით. 5. ამ ორივე მასას (ხაჭოსა და განაშის) გადავურევთ ერთმანეთში და ნიგვზის ძირთან ერთად (რეცეპტი ქვემოთ) ვათავსებთ მყარი სტაბილიზაციისათვის საყინულეში რამდენიმე საათით.
საფეხური 3
კარამელიზებული ნიგვზის ძირის მოსამზდებლად, ტაფაზე ვყრით შაქარს, ველოდებით სანამ არ გახდება ქარვისფერი, ვუმატებთ თაფლს, ვუმატებთ მოხალულ ნიგოზს და ვახდენთ მის კარამელიზაციას. ველოდებით მიღებული პროდუქტის გაციებას. ვაქუცმაცებთ და ვათავსებთ ხაჭოს პასკის ძირზე (გაყინვამდე) ან ვურევთ მასაში წვრილი ფრაქციის სახით.
საფეხური 4
ნუშის ფხვიერი საბლეს მოსამზადებლად, ცივ კარაქს ვჭრით კუბებად და ვათავსებთ მიქსერში, ვუმატებთ შაქრის პუდრს, ნუშის ფქვილს და ფქვილს, კარგად ვამუშავებთ, სანამ არ მივიღებთ ფხვიერ მასას.
საფეხური 5
ბოლოს ვუმატებთ კვერცხს და ვამუშავებთ იქამდე, სანამ არ დაკარგავს წებოვნებას და არ გახდება დამყოლი. ვაბრტყელებთ მიღებულ ცომს დაფენილი პერგამენტით პერგამენტზე 2-3 მმ სისქეზე და ვაცდით სტაბილიზაციას მაცივარში რამდენიმე საათი.
საფეხური 6
როდესაც ცომი გაცივდება, ვჭრით სასურველ ფორმებად და ვაცხობთ 160 გრადუსზე 10-15 წუთი. სერვირებამდე რამდენიმე საათით ადრე ვიღებთ ხაჭოს დესერტს საყინულიდან და ვალღობთ მაცივარში. დაასერვირეთ სურვილისამებრ.

სერვირება

გემრიელად მიირთვით.

თეგები