გამარჯობა, მე ვარ მაგდა, 32 წლის. პროფესიით ფინანსისტი. ვცხოვრობ თბილისში მეუღლესთან და 4 წლის საბასთან ერთად. როდესაც საბა გახდა 1,5 წლის, დაიწყო „შერჩევითი“ ჭამა, რამაც მიბიძგა კიდევ უფრო დავმეგობრებოდი კულინარიას, პარალელურად კი - დავიწყე სხვადასხვა კურსების გავლა ბავშვთა კვებისა და ნუტრიციოლოგიის შესახებ. ცოტა ხანში გამიჩნდა იდეა, მიღებული გამოცდილება და მარტივი რეცეპტები გამეზიარებინა სხვა მშობლებისთვის. ასე გაჩნდა ჩემი ბლოგი ინსტაგრამზე @georgianmomlife, რომელიც ძალიან მიყვარს. დღემდე შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ ბავშვთა კვების ცნობილი სპეციალისტების სტატიების თარგმნას და მშობლებისთვის გაზიარებას.
„შენ სთავაზობ დაბალანსებულ თეფშს, ბავშვი კი - წყვეტს რა ჭამოს, რამდენი და ჭამოს თუ არა“- ეს ჩემი საყვარელი ბავშვთა კვების სპეციალისტისგან ნასწავლი მანტრაა და დღემდე ძალიან მეხმარება „პრეტენზიულ მჭამელ“ ბავშვთან ურთიერთობაში.
გასწავლით, როგორ მოვამზადოთ ბავშვებისთვის მიწისთხილის და შოკოლადის პასტა სახლში.
2
2
ჭიქა
მიწისთხილი
1
1
ცალი
ავოკადო
2
2
ცალი
ბანანი
3
3
სუფრის კოვზი
კაკაო
30
30
გრ.
ნუში
1/3
1/3
ჭიქა
რძე (სასურველი კონსისტენციის მისაღებად)
ინგრედიენტები მიწისთხილის პასტისთვის:
მიწისთხილი (რაოდენობა სურვილისამებრ)
მომზადება: მოვხალოთ მიწისთხილი, გავარჩიოთ და დავატრიალოთ ჩოპერში, დაველოდოთ რამდენიმე წუთი, სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ.
მიწისთხილის კარაქის სახლში მომზადება ბევრად უფრო ბიუჯეტურია და რაც მთავარია, შეგვიძლია მოვამზადოთ დანამატების გარეშე (1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შაქარი, მარილი, თაფლი რეკომენდებული არ არის). მიწისთხილის კარაქი 6 თვის ასაკიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ პატარებს, თუმცა კოვზით მიცემა გადაცდენის მაღალი რისკის შემცველია, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ შევურიოთ იოგურტს ან ფაფებს, გახუხულ ტოსტზე წასმული კი - შეგიძლიათ 1 წლის ასაკიდან ბავშვებს შესთავაზოთ.
მიწისთხილი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებებს შეიცავს. მდიდარია ცილებით, ცხიმით და უჯრედისით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფოლიუმის მჟავას, B6 და E ვიტამინებს. გაითვალისწინეთ, რომ მიწისთხილი ალერგიული პროდუქტია და თავდაპირველად ბავშვებს შესთავაზეთ მცირე რაოდენობით, ყურადღებით დააკვირდით რეაქციას.
ინგრედიენტები შოკოლადის პასტისთვის:
1 ცალი ავოკადო, 2 ცალი ბანანი, 3 სადილის კოვზი კაკაო, 1 მუჭა ნუში, რძე (სასურველი კონსისტენციის მისაღებად)
ყველაფერი (რძის გარდა) დავაბლენდეროთ ერთიანი მასის მიღებამდე. გადავუსვათ გახუხულ პურს და გავაფორმოთ სასურველი ხილით.
სახლში დამზადებული შოკოლადის პასტის ეს ვერსია სხვა შოკოლადის პასტების ჯანსაღი ალტერნატივაა. ბავშვებს შეგიძლიათ შესთავაზოთ 2 წლის ასაკიდან, ვინაიდან კაკაო ამ ასაკამდე რეკომენდებული არ არის.
ავოკადო ჯანსაღი ცხიმის წყაროა, რომელიც საჭიროა ბავშვის ტვინის და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ბანანი ნახშირწყლების წყაროა, ენერგიით უზრუნველყოფს სხეულს, ასევე შეიცავს C ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას და კალიუმს. ნუში მდიდარია ცილებით, ცხიმით და უჯრედისით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფოლიუმის მჟავას, B6 და E ვიტამინებს.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი