Search
ან
ჩირბულის წვნიანი
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ

მე ვარ მარიამი, თუმცა ყველა კარამელს მეძახის და ამ სახელით მიცნობენ ძირითადად.

ვარ სხვადასხვა საკვები ობიექტის მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი / კონტენტ კრეატორი. ასე მოვახერხე ჩემი საქმის და ჰობის გაერთიანება: ძალიან მიყვარს კულინარია და უფრო მეტად, ლამაზი და გემრიელი კერძებისთვის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება. ყოველთვის ვცდილობ, გარშემომყოფი ადამიანების ცხოვრებაში სიფერადე და პოზიტივი შევიტანო და ასევე ვიქცევი ჩემს რეცეპტებშიც: ყველა ჩემი კერძი არის ერთმანეთზე ფერადი და განსხვავებული; ვცდილობ დავხვეწო ვეგეტარიანული მიმართულება და ვგეგმავ ამ მიმდინარეობის ბლოგის გაკეთებას, სადაც ჯანსაღთან ერთად, მინდა ისეთი რეცეპტები გამოვაქვეყნო,  სილამაზითა და ვიზუალით რომ დაიპყრობს თქვენს გულებს.

ტრადიციული აჭარული კერძის ჩირბულის ჩემეული ინტერპრეტაცია მინდა გაგიზიაროთ, იმედი მაქვს ისიამოვნებთ.

 

ინგრედიენტები
3 3 ცალი წითელი ბულგარული
3 3 ცალი პომიდორი (უმჯობესია რომაული)
1 1 ცალი ყვითელი ბულგარული
1 1 ცალი მოზრდილი ზომის ხახვი
3 3 კბილი ნიორი
1 1 მწიკვი ცხარე წიწაკა
10 10 გრ. ქინძი
10 10 გრ. რეჰანი
10 10 გრ. ოხრახუში
1 1 მწიკვი პაპრიკა
1 1 მწიკვი შავი პილპილი
1 1 მწიკვი ჩილი
100 100 მლ. ნაღები
2 2 ცალი კვერცხი
საფეხური 1
ორი ულუფა წვნიანის მოსამზადებლად ზეთში ვიწყებთ მსხვილად დაჭრილი ხახვის და დაკეპილი ნივრის მოშუშვას.
საფეხური 2
პარალელურად, პომიდორს ვწალავთ, რომ კანი მარტივად გაეცალოს.
საფეხური 3
ვჭრით ბულგარულს, ვამატებთ ტაფაში, შემდეგ ვამატებთ კანგაცლილ პომიდორს, ვახურავთ თავსახურს და ვაცდით, რომ კარგად მოიშუშოს.
საფეხური 4
რამდენჯერმე ვურევთ და დაახლოებით 15 წუთში, გამორთვამდე, დავამატებთ მწვანილს.
საფეხური 5
მთელი ეს მასა გადმოგვაქვს ბლენდერში. ვამატებთ ნაღებს სურვილისამებრ, სუნელებს გემოვნებით და ვაბლენდერებთ. პარალელურად, ვხარშავთ კვერცხს 5-6 წუთი, რომ დარჩეს თოხლო და თეფშზე გადატანილ ჩირბულის მასას ზემოდან ვადებთ მოხარშულ კვერცხს.
საფეხური 6
შეგვიძლია დავამატოთ ცოცხალი ბოსტნეული - ბულგარული და ჩერი პომიდორი, თავზე მოვასხათ ზეითუნის ზეთი ან ნაღები და მოვაყაროთ ცოცხალი მწვანილიც.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!