გამარჯობა, მე ვარ ბუკა, ბუკას ბეიქერის შეფ-კონდიტერი.
ყველაფერი დაიწყო 11 წლის წინ, როდესაც დესერტების მომზადება სამოყვარულო დონეზე ჩემს ჰობიდ იქცა.
ამ საქმის სიყვარულმა გადამაწყვეტინა ჩემი შესაძლებლობები კულინარიის აკადემიაში მომესინჯა. იქ მიღებულმა განათლებამ საბოლოოდ დამარწმუნა ჩემი პროფესიის სისწორეში და კურსის დასრულების შემდეგ 2019 წელს, ჩემს დასთან ერთად გავხსენი საკონდიტრო “ბუკას ბეიქერი”.
ჩვენთან წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის დესერტები, რომლებიც მზადდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, ვამზადებთ ყველაზე განსხვავებული შიგთავსების და ვიზუალის მქონდე სადღესასწაულო ტორტებს და რა თქმა უნდა ყველასათვის საყვარელ დარიჩინის ფუნთუშებს.
ჩიზქეიქის მასა:
170
170
გრ.
შავი შოკოლადი
300
300
გრ.
კრემ-ყველი
75
75
გრ.
შაქარი
25
25
გრ.
ყავისფერი შაქარი
15
15
გრ.
კაკაო
2
2
ცალი
კვერცხი
1
1
ცალი
კვერცხის გული
80
80
გრ.
ნაღები
ალუბლის კონფი:
125
125
გრ.
ალუბალი
20
20
გრ.
შაქარი
5
5
გრ.
სიმინდის სახამებელი
დეკორი:
60
60
გრ.
კრემ-ყველი
30
30
გრ.
ნაღები
30
30
გრ.
შაქრის პუდრი
ჩიზქეიქის ძირი:
150
150
გრ.
კაკაოს ორცხობილა
30
30
გრ.
გამდნარი კარაქი
კრემ-ყველი, შაქარი, კაკაო, კვერცხი და ნაღები გავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავამატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადი ეტაპობრივად.
ალუბალი წამოვადუღოთ შაქართან და სახამებელთან ერთად.
ჩიზქეიქის ძირისთვის გამოდგება ნებისმიერი კაკაოს ორცხობილა.
დაბლენდერებული ორცხობილა გადავურიოთ გამდნარ კარაქს და ჩავტკეპნოთ 20 სმ დიამეტრის ფორმაში, კარგად გავაცივოთ.
ჩავასხათ ჩიზქეიქის მასა. ყალიბი ჩავდგათ ცხელ წყალში და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 35-40 წუთი. ღუმელში დავტოვოთ შეგრილებამდე, გავაცივოთ მაცივარში 6-7 საათი და ამის შემდეგ დავადეკოროთ ალუბლის კონფით და კრემ-ყველის კრემით.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი